რა პრობლემებია საჯარო სამსახურში? - შრომითი უფლებები საქართველოში

რა პრობლემებია საჯარო სამსახურში? - შრომითი უფლებები საქართველოში

access_time2022-07-08 08:30:13

საჯარო სამსახურში შრომითი უფლებები შეისწავლა „ახლაგზარდა იურისტთა ასოციაციამ“  დასკვნა საინტერესოა, რეკომენდაციები კი, შესასრულებელი, რათა, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავე, მათი გათვალისწინება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო მოსამსახურეთა შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში.


კვლევა ცენტრალური მმართველობისა და ადგილობრივ თვითმმართველობის დონეზე განხორციელდა. ცენტრალურ დონეზე შერჩეული იყო სამინისტროები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურისა და სპორტის სამინისტროსი) და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე - თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და ფოთი) მერიები.


კვლევა მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს, ამ პერიოდში სამიზნე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 4136 (სამინისტროები-1934, თვითმმართველი ქალაქების მერიები-2202) საჯარო მოსამსახურე.


მაშ ასე, როგორია დასაქმებულთა შრომითი უფლებები საჯარო უწყებებში — ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიგნებები ასეთია; 



„საჯარო სამსახურში ყველაზე მაღალი სტანდარტით დაცულია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება, რომლითაც უმრავლეს შემთხვევაში ქალები სარგებლობენ. მამაკაცების მხრიდან ამ ტიპის შვებულების ნაკლებად გამოყენებას საჯარო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტთა ნაწილი კულტურულ ფაქტორს უკავშირებს. თუმცა, ნაწილი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კანონმდებლობაც ხარვეზიანია და კვლავ რჩება არაერთი გამოწვევა.


აღსანიშნავია ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობის საკითხიც, რადგან საჯარო მოხელეები ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის შვებულებას იყენებენ. გამოკითხულთა უმეტესობას შვებულებით სარგებლობის პროცესში სირთულეები არ შეჰქმნია. თუმცა, თვისებრივი კვლევიდან დგინდება რომ, ამ პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა არის მისი გამოყენება სასურველ რიცხვებში, 2 კვირაზე ხანგრძლივი ვადით, რაც დატვირთული სამუშაო გრაფიკითა და კადრების ნაკლებობით არის განპირობებული.


კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება საჯარო მოხელის ანაზღაურება. გამოკითხული ექსპერტები და დასაქმებულები თანხმდებიან, რომ საჯარო მოხელის ხელფასი, კერძო სექტორში მომუშავე პირების ანაზღაურებასთან შედარებით, არაკონკურენტუნარიანია. ეს საკითხი განსაკუთრებით თვალშისაცემია ინფლაციის ფონზე, რადგან ლარის დევალვაციის პირობებში ხელფასები მხოლოდ მცირედით გაიზარდა.


საჯარო სამსახურებში გამოწვევად რჩება ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვა და ანაზღაურება. როგორც კვლევის შედეგებით დგინდება, ყველა უწყება არ იყენებს მისი კალკულაციის მექანიზმს და გადახდის განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს. ასევე საკმაოდ დიდია აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევები.


ექსპერტების შეფასებით, შრომითი უფლებების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და მისი იმპლემენტაციის პროცესის დახვეწისთვის საჭიროა სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, საჯარო დაწესებულებების მიერ კანონის სრულყოფილად აღსრულება და დასაქმებულთა ცნობიერების გაზრდა მათი უფლებების თაობაზე. ამავე აზრს იზიარებენ საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები. მათი თქმით, შრომითი უფლებების ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის საჯარო უწყებებმა დამატებითი ძალისხმევა უნდა გასწიონ და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება უზრუნველყონ, რათა არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხარისხი გაუმჯობესდეს“,  აღნიშნულია საია-ს კვლევის დასკვნით ნაწილში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up