რეგულაციები ახლოვდება – გაზზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორები კოლაფსს პროგნოზირებენ

რეგულაციები ახლოვდება – გაზზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორები კოლაფსს პროგნოზირებენ

access_time2021-06-17 12:00:02

1-ლი ივლისიდან ბიზნესისთვის ძალაში ახალი რეგულაციები შედის, რომელიც აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტიორების თქმით, მათ ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ კანონში წერია, რომ მომდევნო თვიდან ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები გაიყიდება, რომელიც აღნიშნული რეგლამენტის შესაბამისად იქნება წარმოებული.


ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა საქართველოს მთავრობის 84-ე დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული დადგენილება რეგულაციაა, რომელიც ასორტიმენტის კონტროლს გულისხმობს. მარეგულირებელ ორგანოში აღნიშნავენ, რომ რეგულაცია გერმანული მოდელის ანალოგია და შესაბამისად აირად საწვავზე მომუშავე პროდუქციაზე გავრცელდება ის ნორმატივები რაც ევროპას აქვს. იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებს და სხვა აირად საწვავზე მომუშავე ტექნიკას აწვდიან, პირველი ივლისიდან მისი აღნიშნულ რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ.  ვალდებულება ეხება როგორც ტექნიკას, ასევე სამწყობრო ნაწილებს. 

 

 

„კომერსანტი“  შეფასებისთვის აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიებს „ქებულ კლიმატს“ და „თერმო ცენტრს“ დაუკავშირდა, როგორც კომპანიების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, აღნიშნული რეგულაციები ტექნიკის მინიმუმ 2-3 ჯერ გაძვირებას გამოიწვევს, რისთვისაც არც საქართველოს ბაზარი და არც ქართველი მომხმარებელი მზად არ არის.

 

 

კერძო სექტორი ასევე ამბობს, რომ თუ ამ რეგულაციის გადავადება არ მოხდება, ბაზარზე კოლაფსი გარდაუვალია, ტექნიკა ვეღარ შემოვა და მიმწოდებლები ვერც მომხარებლის მიმართ საგარანტიო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ვალდებულების შესრულებას შეძლებენ. 

 

 

„ქებული კლიმატის“ სადილერო დეპარტამენტის უფროსი თენგიზ გოგოლაშვილი კომერსანტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველა მსხვილ იმპორტიორს, რომელიც მიწოდების ჯაჭვშია ჩართული, ასეულობით დილერი კომპანია ჰყავს და აღნიშნული რეგულაცია ნებისმიერ ეკონომიკურ ოპერატორს ზღუდავს, განურჩევლად იმისა, იმპორტიორია ის თუ ადგილობრივ ბაზარზე იღებს პროდუქციას და შემდეგ ყიდის.

 

გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული რეგულაციები არ არის გერმანული მოდელის ანალოგი და მთავრობას თარგმნისას გარკვეული ინტერპრეტაციები აქვს ჩამატებული. 

 


„ეს არ არის ანალოგი, ეს არის გერმანული რეგულაციიდან გადმოთარგმნილი, ოღონდ ამ რეგულაციაში გარკვეული ინტერპრეტაციები აქვთ ჩადებული, რაც ბაზარზე ერთგვარ ბლოკადას ქმნის. მაგალითად, ჩვენი რეგულაცია მოითხოვს, რომ საამწყობრო ნაწილებზე გვქონდეს შესაბამისობის დეკლარაცია, რაც არა მარტო პროდუქციის რეალიზებას, არამედ სერვისის მიწოდებასაც გვიზღუდავს, რისი გამოცდილებაც მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს. „ქებული კლიმატი“  საქართველოში Bosh-ის  ოფიციალური  წარმომადგენელია, ჩვენ მივმართეთ Bosh-ს, რაზეც გვითხრეს, რომ მსგავსი რამ გერმანიაში არ ხდება, მივმართეთ იტალიაში FERROLI-საც – მთაც ანალოგიური პასუხი გაგვცეს.  ჩვენმა კოლეგებმაც სხვადასხვა კომპანიებს, სიმენსს, არისტონს, ცელსიუსს მიმართეს და არსად საამწყობრო პროდუქციაზე დეკლარირება არ ხდება. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ პროდუქციას ვეღარ მოვიპოვებთ, ქვეყანაში ვერ შემოვიტანთ იმ პროდუქციის ნაწილებს, რომლებიც გაყიდული გვაქვს და ექსპლუატაციაშია და დამონტაჟებულია სამშობიაროებში, საბავშვო ბაღებში, თუნდაც ინდივიდუალურ მოსახლესთან. გამოდის, რომ სერვისის მომსახურეობის საშუალება გვეზღუდება და ვერ შევძლებთ სერვისის განხორციელებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარვეზი ამ რეგულაციაში, რითაც ყველაზე მეტად სამოქალაქო სექტორი ზარალდება, წარმოიდგინეთ რა მოხდება ზამთარში მაგალითად სავაადმყოფოს რომ 100–ლარიანი ნაწილის გამო სისტემა გაეთიშოს“,  - განმარტავს თენგიზ გოგოლაშვილი. 


მეორე პრობლემა, რომელიც აღნიშნული რეგულაციით ბიზნესს შეექმნება, არის ის პროდუქტები, რომელიც კერძო კომპანიებს საწყობში აქვთ ან თანხა უკვე გადაიხადეს და პროდუქტი ტრანსპორტირების პროცესშია. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, მიმწოდებლები ვერც ამ პროდუქტის გაყიდვას შეძლებენ. ეს ყველაფერი კი, როგორც თენგიზ გოგლაშვილი აღნიშნავს, ძალიან დიდ ზარალთან არის დაკავშირებული. გოგოლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ბაზრის მოთხოვნა განსაზღვრავს ასორტიმენტს და მისი დიდი ნაწილი ბიუჯეტურ სეგმენტშია თავმოყრილი, ახალი რეგულაციით შეძენილი მოწყობილობები კი პრემიუმ კლასის ​მოწყობილების ფასს აღემატება, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ წყლის გამაცხელებლის შეძენასაც ვეღარ შეძლებს. 

 

„საქართველოს ბაზარი ამ ცვლილებისთვის მზად არ არის, თუ საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა გერმანიის ეკონომიკის მსგავსი, მაშინ ამ ცვლილების დანერგვას შევძლებდით. დღეს თუ პრემიუმ კლასის 24W ქვაბის ფასი 2000 – 2500 ლარის ფარგლებში მერყეობს, შემდგომ ბიუჯეტურის ფასი 6000 – 7000ლარიდან დაიწყება. ეს რეგულაცია ქვეყანაში ისეთ ვითარებას შექმნის, რომ წყალგამაცხელებელი ე.წ. კალონკები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხოა და მისი აგრეგატის ფასი ამჟამად 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს, საერთოდ ამოვარდება ბაზრიდან და გამოდის რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ადამიანმა 30 კვადრატული ბინის გათბობის ქვაბით აღჭურვაში 6000-დან 7000 ლარამდე უნდა გადაიხადოს“, -  აღნიშნა თენგიზ გოგოლაშვილმა 

 

გოგოლაშვილმა ევროპულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დადგენილება ევროპულის შესაბამის ტექნიკურ პარამეტრებს გულისხმობს, პროდუქციას უნდა გააჩნდეს  D&D მოდულები, ევროპამ აირად საწვავზე მომუშავე პროდუქციის სტანდარტიზირება წლების წინ დაიწყო და ნაბიჯ ნაბიჯ განახორციელა და ეტაპობრივად აწია დონე.

 

„გერმანიაში BOSCH და იტალიაში FERROLI გვიზიარებენ თავის გამოცდილებას, რომ რეგულაციების მიღებისას სახელმწიფო ბიზნესსექტორთან და ინჟინრებთან, 5 წელი გადიოდა კონსულტაციებს, რამაც რეგულაციის შინაარსში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა. 

ამ ქვეყნებს ეკონომიკური გარემო იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქნილი იყოს და მაღალი სტანდარტები მიიღოს. ასორტიმენტის განახლებაში მარტო ის არ იგულისხმება, რომ ქვაბის სტანდარტი ავწიოთ და მასში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები მოვითხოვოთ, აქ საუბარია იმაზე თუ რა გარემოა ქვეყანაში , იქ როგორ უნდა განისაზღვროს ასორტიმენტი, ევროპაში არის ცენტრალური ცხელი წყლით მომარაგების სისტემები, მრავალ ბინიან საცხოვრებელ კორპუსებში, საქართველოში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება თითოეულ მოსახლეს უწევს ინდივიდუალურად, ისინი აყენებენ ცენტრალური გათბობის ქვაბებს, იქ ეს გამოწვევა არ დგას და ასორტიმენტიც სხვანაირად განისაზღვრება. 

ჩვენთან რადიკალურად სხვა მდგომრეობაა და ჩვენ ამ სექტორში ევროპული გამოცდილება არ გამოგვადგება, ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს სახელმწიფოსთან, ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ბიზნესმა, ვინც წლებია ამ საკითხშია ჩართული, უკეთ ვიცით რისი საშუალება გვაქვს, რა ეკონომიკური მდგომარეობაა, რის შესაძლებლობას იძლევა ქვეყნის ინფრასტრუქტურა. მართალია, სტანდარტებს მივესალმებით, მაგრამ ეს ბაზარზე კოლაფსს გამოიწვევს. 

2020 - 2021 წლის პერიოდში პროდუქცია უპრეცედენტოდ გაძვირდა, ასეთი გაძვირება საქართველოს არ ახსოვს, ეს გამოიწვია ნედლეულის  გაძვირებამ, ტრანსპორტირების გაძვირებამ, ეს გამოიწვია ლარის კურსის გაუფასურებამ და კიდევ ბევრმა სხვა ფაქტორმა. ეს პროცესი ბაზარს  ისედაც კრიზისში აგდებს, პლუს ესეთი რეგულაციების დადება, რასაც ევროპამაც კი ეტაპობრივად მიაღწია და დანერგა, ჩვენ გვინდა რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს ფონზე, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გაღარიბებულია, პირადაპირ უმაღლეს სტანდარტებს შევეჭიდოთ, -  განმარტა თენგიზ  გოგოლაშვილმა

 

გოგოლაშვილის თქმით საქართველოში წლიურად ათობით მილიონი ლარის აირად საწვავზე მომუშავე პროდუქცია იყრის თავს და ბიზნესს ვერ გაუგია, სად უნდა წაიღოს ამდენი პროდუქცია, აქ საუბარია თითოეულ კომპანიაზე, რომელიც ამ პროდუქციას ყიდულობს და ყიდის. გოგოლაშვილი ამბობს, რომ მთავრობა მათ პროდუქციის ექსპორტზე გატანას სთავაზობს, თუმცა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ვერ მოიძებნება ისეთი ბაზარი, რომელიც ამხელა პროდუქციას მიიღებს. 

 

კომერსანტი „თერმო ცენტრის“ იურისტს სოფიო მექანარიშვილსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, 2020 წლის თებერვალში პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც ბიზნესების დიდი ნაწილის და მათ შორის თერმო ცენტრის მუშაობა შეზღუდვების გამო შეჩერებული იყო, გამოქვეყნდა რეგულაციები, შესაბამისად კომპანიების ნაწილმა აღნიშნული რეგულაციების შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და კომპანიების ნაწილი დღესაც ინფორმირების პროცესშია.

 

სოფიო მენაქარიშვილი აღნიშნავს, რომ როგორც თერმო ცენტრის, ასევე სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების მიმწოდებელი კომპანიების მოთხოვნაა, რომ რეგულაციების ამოქმედება გადავადდეს. მისივე თქმით, ბაზარზე ასობით მილიონი ლარის პროდუქცია იყრის თავს და კომპანიების სურვილია, რომ ამ პროდუქციის გაყიდვის უფლება მიიღონ. თერმო ცეტრის იურისტი იმასაც ამბობს, რომ ეს პროცესი არა მარტო მომხმარებლისთვის და ბიზნესისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც საზიანო იქნება, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი საწყობებში არსებული პროდუქციის გაყიდვებიდან გადასახადის თანხასაც დაკარგავს.

 

მენაქარიშვილმა ასევე ე.წ. იატაკქვეშა ბაზარზეც ისაუბრა და განმარტა: გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი რეგულაციებით დაშვებული აგრეგატების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს, ის  შეეცდება რომ მეორადი და ე.წ. კუსტარულად დამზადებული მოწყობილობები იყიდოს, რაც რეალურად უსაფრთხო არ არის, სოფიო მენაქარიშვილის თქმით სახელმწიფოს რეგულაციების უსაფრთხოების მიზნით დაწესებისას  სწორედ უსაფრთხოება გამორჩა. 

 

„თერმო ცენტრის“ იურისტმა რეგიონების გაზიფიცირების პროცესზეც ისაუბრა და განმარტა, რომ რეგიონების გაზიფიცირების პროცესი, რომელიც დაწყებულია, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში აზრს დაკარგავს, რადგან გაზიფიცირების პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში შეშის მოჭრა შეჩერებულიყო. მენაქარიშვილი ამბობს, რომ რეგულაცია აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის ფასს იმდენად გაზრდის რომ რეგიონში მცხოვრები ადამიანი, მის დაყენებას ვერ შეძლებს, მითუმეტეს, რომ რეგიონებში გაცილებით დიდ ფართობებზე სჭირდებათ გათბობის სისტემის დაყენება და შესაბამისად აგრეგატიც უფრო ძვირი დაჯდება. 

 

საქსტატის მონაცემებით, ქართული ბაზარი წელიწადში  საშუალოდ 50 000 ცენტრალური გათბობის ქვაბს და 120 000 ბუნებრივ აირზე მომუშავე წყალგამაცხელებელს ითვისებს. ეს პროდუქცია განაწილებულია სხვადასხვა საფასო სეგმენტებად. ევროპული - პრემიუმ, თურქულ-აზიური საშუალო და აზიური შედარებით ბიუჯეტურ სეგმენტებად მოიაზრებიან. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნის ძირითადი წილი სწორედ ბიუჯეტურ და საშუალო სეგმენტზე მოდის, რაშიც მთლიანად შედის წლიური 120 000 ერთეული წყალგამაცხელებელი და ქვაბების სრული წილის 3/4.

 

 თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up