რა პროდუქცია გააბრუნა საქართველომ საზღვრიდან

რა პროდუქცია გააბრუნა საქართველომ საზღვრიდან

access_time2022-11-10 13:20:00

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავის არიდებისკენ მიმართული შემთხვევების შესწავლის მიზნით, IDFI-მ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან შესაბამისი ოფიციალური ინფორმაცია გამოითხოვა. მათ შორის, IDFI-მ საწყის ეტაპზე შემოსავლების სამსახურიდან მოითხოვა 2022 წლის 25 თებერვლის შემდეგ გამოვლენილი შემთხვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია, როდესაც ადგილი ჰქონდა საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ტვირთების საქართველოს საზღვარზე გადაადგილების მცდელობას.


აღნიშნული წერილის პასუხად, შემოსავლების სამსახურმა IDFI-ს მიაწოდა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობების ასლები, რომელთა გამოწერითაც 2022 წლის 10 აგვისტომდე განხორციელდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მიმართულებით გადაადგილებული ტვირთების უკან გაბრუნება.


ამავე ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 თებერვლიდან 10 აგვისტომდე, შემოსავლების სამსახურმა სულ გამოწერა 204 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რითაც უკან გაბრუნდა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის დანიშნულებით გადაადგილებული ტვირთები.


კვლევიდან ირკვევა, რომ:


ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, საბაჟო კონტროლის დროს რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით სანქცირებული ტვირთის გააადგილების იდენტიფიცირება არ მომხდარა;



სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, სანქცირებული ტვირთის (ან სანქცირებული პირის ტვირთი) გამომგზავნი ქვეყანა ყველაზე ხშირად იყო თურქეთი (39%) და სომხეთი (35%);


204 აღრიცხვის ბარათიდან 50-ზე საქონლის კოდი მითითებული არ არის, ხოლო საქონელი, რომ სანქცირებულია სიტყვიერად მითითებულია 71 შემთხვევაში;


2022 წლის 29 ივლისს საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტიდან, უკან გააბრუნეს რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებული სანქცირებული ტვირთი - დრონები.


სააღრიცხვო ბარათების დამუშავებით მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად (56 შემთხვევა) უკან გაბრუნდა სეს-ის 84-ე ჯგუფს (დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები) მიკუთვნებული საქონელი. მათ შორის, იყო სანქცირებული ტვირთი თბოგადამცემები, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო ავიაციისთვის.


უფრო კონკრეტულად, იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც საქართველომ გააბრუნა, ასე გამოყურება:


დანადგარები და მექანიკური მოწყობილობები - 56
პლასტმასები და მათი ნაწარმი - 28
სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნაწილები - 25
საღებავი ნივთიერებები - 19
ელექტრული მანქანები და მოწყობილობები - 18
შავი ლითონების ნაწარმი - 17
ქვის, თაბაშირის ან და ანალოგიური მასალების - 10
მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი - 10
კაუჩუკი, რეზინი და მათი ნაწარმი - 9
ქიმიური პროდუქტები - 8


წყარო: ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
პროდუქცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up