რა ქონებას ფლობს პრემიერი - ღარიბაშვილის ფინანსური მდგომარეობა

რა ქონებას ფლობს პრემიერი - ღარიბაშვილის ფინანსური მდგომარეობა

access_time2021-11-13 14:00:07

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გასული წლის შემოსავალმა 60 300 ლარი შეადგინა. გასულ წელს ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

2021 წლის 30 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერის საკუთრებაშია 3 ბინა, 1 ავტოფარეხი და 1 არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. აღნიშნული უძრავი ქონება 2009-2011 წლებში აქვს შეძენილი. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი აუდი A8, რომელიც 2019 წელს განვადებით, 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 1 813 ლარი, 300 და 90-მდე ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 30 000 ლარი ჰქონდა. ასევე როგორც დეკლარაციაშია მითითებული, პრემიერმა მშობლებისგან საჩუქრის სახით, 150 000 ლარი მიიღო.

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, პრემიერს მეუღლე ფლობს - მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლარად აქვს შეძენილი. ასევე მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი - RANGE ROVER VELAR, რომელიც 2018 წელს 46 000 ევროდ შეიძინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში - 116 705 ლარისა და 3 984 დოლარის საკრედიტო ჰქონდა.


შეგახსენებთ, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ღარიბაშვილი მთავრობაში 2019 წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე დაბრუნდა. მანამდე კი, 2019 წლის მარტში ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა. პრემიერის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის თებერვალში დაინიშნა, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ აღნიშნული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. პირველად კი ეს თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.

წყარო: bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up