ბინა სოლოლაკში, საათები და ფერწერული ტილოები - კიდევ რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი

ბინა სოლოლაკში, საათები და ფერწერული ტილოები - კიდევ რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი

access_time2023-03-20 14:40:58

განათლების მინისტრის პოსტზე, გიორგი ამილახვარმა  მიხეილ  ჩხენკელი შეცვალა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი.  როგორც დეკლარაციიდან ირკვევა გიორგი ამილახვარი და მისი ოჯახი უძრავ ქონებას მხოლოდ საქართველოში ფლობენ.


გიორგი ამილახვრის საკუთრებაშია თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე 132,79 კვ.მ ბინა, 145,73 კვ.მ მანსარდა და 31,9 კვ.მ სარდაფი, რომელიც მინისტრმა 2006 წელს ჩუქებით მიიღო.  ამავე მისამართზე მის საკუთრებაშია 76,92 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

 

მინისტრი 25%-იან წილს ფლობს ჰოლში (დამხმარე ფართს), რომელიც 50,51 კვ.მ ფართს მოიცავს და თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ამილახვარი ასევე ფლობს სოფელი შინდისში 2314 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2021 წელს 798 000 ლარად შეიძინა.

 

გიორგი ამილახვრის მეუღლის სახელზეა თბილისში ამაღლების ქუჩაზე 196,91 კვ.მ ფართის ბინა, ორი ავტოფარეხი და 10,31 კვ.მ დამხმარე ფართი.


მინისტრის დეკლარაციაში ასევე ვნახულობთ  საათებს და ფერწერულ ტილოებსაც. ორი საათი ოჯახმა 2022 წელს შეიძინა. ასევე ოჯახის საკუთრებაშია 2 ფერწერული ტილო, რაშიც წყვილმა 2017 წელს 28000 ლარი გადაიხადა.


 

 გიორგი ამილახვარმა,  2022 წელს 53 501,65 ლარი გამოიმუშავა. იმავდროულად არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებიდან 12 388,71 ლარის შემოსავალი მიიღო.


ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გიორგი ამილახვრის მეუღლემ სახლის მშენებლობისთვის 350 000 ლარი დახარჯა. ასევე გადაიხადა შვილის სწავლის გადასახადი 25 000 ლარი და 5 900 დოლარი. ასევე 44 000 დოლარად გაყიდა ავტომობილო და საზღვარგარეთ მოგზაურობებისთვის დახარჯა 30 000 ლარი, ხოლო თავად გიორგი ამილახვარმა 25 000 ლარი. იმავდროულად წყვილმა 2022 წელს ტანსაცმელში 40 000 ლარი დახარჯა.


გიორგი ამილახვარი 1984 წლის 1-ელ იანვარს რუსეთში, კერძოდ მოსკოვში დაიბადა.

 

განათლების ახალმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის დეპუტატის რანგში ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 თებერვალს შეავსო.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up