შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა, ბექა ფერაძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის აგვისტოში შეავსო.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბექა ფერაძის საკუთრებაშია 116 კვ.მ ბინა თბილისში, რომელიც 2021 წლის აპრილში 70 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.
შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი ინსპექტორის სახელზე სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.
რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა : "საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე - 4142 ლარს, მიმდინარეზე - 137 ლარს, ხოლო "ბაზის ბანკის“ დეპოზიტზე - 27,85 ევროს.
დოკუმენტის მიხედვით, ბექა ფერაძის მეუღლეს ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ჯანმრთელი თაობის 10%-ანი წილი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა აღნიშნულ თანამდებობაზე, ხელფასის სახით, 2020 წელს, 48 586 ლარი მიიღო, ხოლო ს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში ლექტორის სტატუსით - 844 ლარი.
ამასთან, მის მეუღლეს სააპელაციო სასამართლოში ანალიტიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, გასულ წელს, ხელფასის სახით 15 452 ლარი აქვს აღებული.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"