რა რეაქცია გამოიწვია Facebook-ის რებრენდინგმა

რა რეაქცია გამოიწვია Facebook-ის რებრენდინგმა

access_time2021-11-07 21:30:10

2021 წლის ივნისში მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელის მიზანია „მეტა-სამყაროს“ შექმნა, ხოლო 29 ოქტომბერს ამცნო მსოფლიოს, რომ კომპანიას ამიერიდან Meta ეწოდება.

საზოგადოების და სპეციალისტების რეაქცია რებრენდინგზე არაერთგვაროვანია. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს კომპანიის ზრდას გამოიწვევს, ზოგი დარწმუნებულია, რომ სახელგადარქმეულ სოციალურ ქსელს თანამშრომლები დატოვებენ, ზოგიერთი კი კომპანიას „დემოკრატიის სხეულზე სიმსივნეს“ უწოდებს.

ბოლო თვეები Facebook-ისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. კომპანია შიდა დოკუმენტაციის გაჟონვის გამო დიდ სკანდალში გაეხვა და მას სიძულვილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

„ყველაზე წინააღმდეგობრივ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას სურს, რომ სამყარომ უყუროს მას ვირტუალური რეალობის ვარდისფერი სათვალეებით, თუმცა, ამ ვარდს ზედმეტად ბევრი ეკალი აქვს“- წერს გაზეთი Wall Street Journal.

მაგრამ ამავე დროს არავინ კამათობს იმაზე, რომ კომპანია მომავლის ფორმირებას ცდილობს.

ფონდ ETF Roundhill Ball Metaverse-ის დირექტორი მეტიუ ბოლი ამბობს, რომ Facebook-ის სიახლეები შესაფერისია ტექნოლოგიების დარგში სეისმური ძვრებისთვის.

„საუბარია არა მხოლოდ ახალ პროდუქტზე, არამედ კაცობრიობის არსებობის პრინციპულად ახალ დონეზე,“ - მიიჩნევს ის.

თუმცა, ბევრს არ სჯერა, რომ რებრენდინგის მიზანი მხოლოდ Facebook მეტა-სამყარო-კომპანიად გადაქცევაა. სკეპტიკოსები ყურადღებას იმას აქცევენ, რომ სახელის გადარქმევა ხმაურიან სკანდალებს დაემთხვა და ეს შემთხვევითი არაა.


„Facebook“ იყენებს თავის ინტერესებში იგივე ხერხებს, რომლებსაც სიგარეტების პოპულარიზაციისთვის თავის დროზე იყენებდნენ თამბაქოს მსხვილი კონცერნები, და რეაგირებს ანალოგიურად. მაგალითად, Philip Morris ბავშვებზე ნადირობდა და როდესაც ის ამაში ამხილეს, კონცერნმა სახელი Altria-ზე შეცვალა. იგივე მოხდა აქაც.  Facebook ბავშვებზენე გატიურ  გავლენაში გამოიჭირეს და ის Meta გახდა,"  - მიიჩნევს Internet Accountability Project-ის პრეზიდენტი მაიკლ დევისი.

ამ პარალელზე არა მხოლოდ ის საუბრობს.

„ეთიკური სკანდალი მარკ ცუკერბერგს მეტა-სამყაროშიც დაეწევა,“ - წერს Business Insider.

ყველაზე მკაცრად სოციალური ქსელი წარმომადგენელთა პალატის წევრმა, მემარცხენე-დემოკრატმა ალექსანდია ოკასიო-კორტესმა გააკრიტიკა.

„Meta — ეს არის დემოკრატიის სხეულზე მეტასტაზი, რომელსაც თვალთვალის და ავტორიტარული რეჟიმების გაძლიერების, მოგების გამო სამოქალაქო საზოგადოების ნგრევის მანქანად ქცეული კომპანია წარმოადგენს,“ - განაცხადა მან.

Facebook-ის სახელის შეცვლას Google-ის რებრენდინგთან ადარებენ, რომლის დამფუძნებელ კომპანიასაც დღეს Alphabet ეწოდება. ის რებრენდგინგი სასარგებლო აღმოჩნდა, თუმცა, სოციალურ ქსელს იმ წარმატების განმეორება გაუჭირდება.

The Wall Street Journal წერს, რომ მეტა-სამყაროს შექმნა დიდი ინვესტიციები დასჭირდება, შესაბამისად, კომპანიის საოპერაციო შემოსავლები შემცირდება. ფინანსური მაჩვენებლების მოსალოდნელ გაუარესებაზე თავად Facebook-იც არ უარყოფს,და აცხადებს, რომ в Facebook Reality Labs-ში ინვესტირების გამო 2021 წლის მე-3 კვარტალში შემოსავალი 10 მლრდ. დოლარით შემცირდება.

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორის ბრუკ ხოლტომის აზრით, Facebook-ის მდგომარეობა Google-ისგან განსხვავდება.

„ის აქტივების რესტრუქტურიზება იყო, აქ კი კომპანია ამბობს, რომ ინოვაციებში ინვესტიციების ჩადებას აპირებს და ამით ფულს დაკარგავს. თანაც, ბოლო პერიოდში Facebook-ის მიმართ იმდენი კრიტიკა ისმის, რომ რებრენდინგი ვერავის მოატყუებს. სახელის შეცვლის მიუხედავად, თანამშრომელთა გადინება აუცილებლად დაიწყება. თანაც მეტა-სამყაროს ფორმირებას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდება - სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული კანონმდებლობა, სანქციები, და ა.შ. თანაც მეტა -სამყაორს შექმნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სოციალური ქსელის. ასე რომ პრობლემები აუცილებლად იქნება,“ - მიიჩნევს პროფესორი, თუმცა, მისი აზრით, Facebook-ს ბაზარზე იმხელა წილი ეკუთვნის, რომ საბოლოო ჯამში მისი მოგება დიდად არ შემცირდება.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: Forbes




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up