რა რეგულაციების დანერგვას აპირებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2022 წელს?

რა რეგულაციების დანერგვას აპირებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 2022 წელს?

access_time2021-11-11 09:00:00

მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში “ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის” აღნიშნულია, რომ “გაგრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის, ასევე ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული რეგულაციების დანერგვა”.



AviaNews-ი დაინტერესდა, კიდევ რა რეფორმების და რეგულაციებს დანერგვა იგეგმება საავიაციო სექტორში. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) განუცხადეს, 2022 წელს რამდენიმე რეგულაციების მიღება იგეგმება. მათ შორის საუბარია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესზე – ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-3 დანართით (PART-66) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საჰაერო ხომალდების და მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული სპეციალისტებისათვის სწავლების, სამუშაო გამოცდილების და საგამოცდო მოთხოვნების ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დადგენის გზით. ნორმატიული აქტის მიღება 2022 წლიდან იგეგმება.




ასევე დაგეგმილია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის მიღება – წესის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-4 დანართის (PART-147) მოთხოვნების გათვალისწინებით და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სწავლების, საგამოცდო მოთხოვნების, შეფასებისა და სასწავლო პროგრამების ახალი და უფრო სრულყოფილი სტანდარტების დადგენის გზით. ნორმატიული აქტის მიღება 2022 წლიდან იგეგმება.



GCAA-ს განმარტებით, 2022 წელს იგეგმება ასევე, საჰაერო ხომალდების კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) წესის დამტკიცება – წესის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის 965/2012 რეგულაციის (Special Operations-SPo) შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს თვითმფრინავით და შვეულმფრენით კომერციული სპეციალიზებული ექსპლუატაციის (საავიაციო სამუშაოების) განხორციელების მიმართ, იმ საჰაერო ხომალდებისთვის რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, ან რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში და ექსპლუატაცია ხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში.



ცვლილებები იგეგმება ასევე, ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს N150 ბრძანებაში- რაც ითვალისწინებს ევროკავშირის N1178/2011 რეგულაციით განსაზღვრული მოთხოვნების ნაწილობრივ და ეტაპობრივად დანერგვას საფრენოსნო შემადგენლობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების სრულყოფის მიზნით.



როგორც მთავრობის დოკუმენტში „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ აღნიშნული, სამოქალაქო ავიაციის სფეროს რეგულირებისა და მართვის კუთხით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს და მოცემულ საანგარიშო პერიოდშიც განაგრძობს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას, მათ შორის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვასა და ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) გათვალისწინებული ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციას.



„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით და ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით სრულად დაინერგა 17, ხოლო ნაწილობრივ – 30-ზე მეტი რეგულაცია და დირექტივა.




“ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესების, ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების და მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს, სააგენტომ შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების მიხედვით, შემდეგი წესები/ცვლილებები მიიღო/პროექტზე იმუშავა:



სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესი – ნორმატიული აქტი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 მარტის N106 დადგენილებით და მის პროექტზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ იმუშავა. წესი შედგენილია ევროპული მოთხოვნების შესაბამისად და ასახავს ევროკონტროლის დოკუმენტის „ჰაერსანაოსნო მონაცემების შექმნის სპეციფიკაციის“ (EUROCONTROL Specification for the Origination of Aeronautical Data) პირველი ტომით დადგენილ სპეციფიკაციებს და ტექნიკურ ნორმებს. წესის მისი მიზანია ფრენების უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესება, საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების გზით. ნორმატიული აქტი მოიცავს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიის მდებარეობისა და ორიენტირების, ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სამიმოსვლო ბილიკის, სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებების და ქვეყნის მასშტაბით არსებული საავიაციო დაბრკოლებების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრისთვის აუცილებელ მოთხოვნებს. წესის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომლებიც ჩართულნი არიან სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილ გეოდეზიურ სამუშაოებში – დამკვეთის ან შემსრულებლის სახით.



სპეციალური ნებართვის გაცემის წესი – არეგულირებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მაძიებლებისთვის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს ფრენების გარკვეულ პირობებზე/სახეებზე. წესის მიღებით, სააგენტომ დანერგა ევროკავშირის 965/2012 რეგულაციის მე-5 დანართით (Specific Approvals Part-SPA) გათვალისწინებული მოთხოვნები. წესი ძალაშია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან.



საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე–შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი – შემუშავებულია ევროკავშირის N2015/340 რეგულაციის მიხედვით და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში საავიაციო უსაფრთხოების დონის შემდგომი ამაღლება და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის გაცემისა და მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების ახალი და უფრო სრულყოფილი მოთხოვნების დადგენის გზით. წესი 2022 წლის პირველი იანვრიდან, ეტაპობრივად შევა ძალაში.



ცვლილებები იგეგმება საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესში – ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება და არსებული ევროპული პრაქტიკის გაზიარება. კერძოდ, ფრენის სულ მცირე 3 საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად. აქამდე, ავიაგადამზიდველის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმების შემთხვევებზე.



მიმდინარე წელს იგეგმება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის მიღება – ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის (EU) No1321/2014 რეგულაციის მე-2 დანართით (Part-145) გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და მისი მიზანია არსებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ევროკავშირის სტანდარტებით სერტიფიცირების გზით.



ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით, სააგენტომ შემდეგი წესები დაამტკიცა:



სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესი – (დამტკიცდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებით). ახალი წესით ხდება აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების არსებული მოთხოვნების, კრიტერიუმების და პროცესების დახვეწა, ასევე ნორმატიული აქტი ითვალისწინებს საფრენი მოედნების რეგისტრაციას და აღრიცხვას. დოკუმენტი შემუშავებულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 და მე-17 დანართების, ევროკომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის №1254/2009 რეგულაციის, ასევე ICAO-ს ოფიციალური გამოცემების, Doc-9774 “აეროდრომის სერტიფიცირების სახელმძღვანელოს“ და Doc-8973 „საავიაციო უშიშროების სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების გათვალისწინებით.



სამოქალაქო ავიაციის სამუშაო დროის და ფრენის დროის ნორმები – ნორმატიული აქტი ძალაში შევიდა 2021 წლის 1 ოქტომბრიდან (დამტკიცებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 14 აგვისტოს №168 ბრძანებით). წესი ადგენს საფრენოსნო, სამუშაო და საფრენოსნო-სამუშაო დროის ზღვარს (მაქსიმალური ნორმები), აგრეთვე დასვენების დროის ზღვარს (მინიმალური ნორმები), ეკიპაჟის წევრების გადაღლის თავიდან ასაცილებლად და ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ახალი რეგულაცია შესაბამისობაშია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართით (ICAO Annex 6) გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და დეტალურად განსაზღვრავს ეკიპაჟის წევრების სამუშაო და დასვენების დროის ნორმებს, ავიაკომპანიებისა და მათი ეკიპაჟის წევრების ვალდებულებებს, ასევე ეკიპაჟის წევრის რეზერვში ყოფნის, საკვებით უზრუნველყოფის, სააღრიცხვო მონაცემების წარმოების, შენახვის და სააგენტოში მოთხოვნისთანავე წარმოდგენის პირობებს.



სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ–გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების ახალი წესი – დამტკიცდა სსიპ -სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 8 ივლისის N168 ბრძანებით და მისი მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფა, ასევე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მომზადების, შესაბამისი მოწმობის გაცემის, გაუქმების და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობების განსაზღვრა.



ასაფრენ–დასაფრენი ზოლის ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შეტყობინების წესი – დამტკიცდა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 12 აგვისტოს N193 ბრძანებით და ადგენს ხელოვნურ საფარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისა და შეტყობინების მოთხოვნებს. ნორმატიული აქტის მიზანია ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესება და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი გლობალური შეტყობინების ახალი ფორმატის (GRF – Global Reporting Format) საქართველოში დანერგვა, ასევე, ICAO-ს ოფიციალური გამოცემა PANS 9981-ის (აეროდრომები) მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა“, განუცხადეს AviaNews-ს GCAA-ში მიმდინარე და დაგეგმილი რეგულაციების შესახებ კომენტირებისას.



წყარო: avianews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up