რა ელის ქართულ-ყაზახურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

რა ელის ქართულ-ყაზახურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს

access_time2022-01-10 10:00:55

ყაზახეთში მიმდინარე ფაქტობრივად საომარი მდგომარეობა ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებზეც ნეგატიურად აისახება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფრთხე დაემუქრება არა მხოლოდ არსებულ  კავშირს,  არამედ ბოლო პერიოდში დაგეგმილ პროექტებსაც. კერძოდ, იგეგმებოდა ყაზახეთში ქართული პროდუქტის ექსპორტის ზრდა, ასევე ყაზახური ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რასაც მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კომერსანტთან“ სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე საუბრობს.



მისი თქმით, როდესაც საუბარია, რომ საქართველო უნდა იქცეს სატრანსპორტო დერეფნად და სატრანზიტო კვანძად, ამ მიმართულებით დიდია ყაზახეთის როლიც, ხოლო იქ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში შეიძლება ეს იმედიც გაქრეს.



,,ყაზახეთი ჩვენი საიმედო სავაჭრო პარტნიორია. მასთან დიდი მოცულობის სავაჭრო ურთიერთობები არ გვაკავშირებს, მაგრამ გვქონდა პოტენციალი და მზაობა ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველოში. საქართველოს მარშრუტი განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი ალტერნატიული მარშუტი ყაზახეთის პროდუქციის, მათ შორის ენერგომატარებლების ევროპული მიმართულებით გატარებისათვის. როდესაც არცთუ კარის მეზობელთან ასეთი დრამატული სიტუაციაა, ეს რა თქმა უნდა საწყენია და ჩვენ მხოლოდ უნდა გამოვთქვათ სურვილი, მალე მოხდეს სიტუაციის დასტაბილურება და ყაზახეთის სახელმწიფომ და ეკონომიკამ გააგრძელოს სტაბილური განვითარება, რაც მისთვის ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო დამახასიათებელი. საქართველო უნდა იქცეს სატრანსპორტო დერეფნად და სატრანზიტო კვანძად, რაშიც ყაზახეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და იქ სიტუაციის დამძიმება დიდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს, სერიოზული საფრთხე იკვეთება, შეიძლება გაქრეს იმედიც, რომელიც საქართველოს სატრანზიტო კვანძად გახდომასთან დაკავშირებით არსებობს“, - აცხადებს არჩვაძე.



რაც შეეხება ყაზახეთის ეკონომიკურ მდგომარეობას, სტატისტიკოსი ამ მიმართულებით ქვეყნის ბოლო 10 წლის მიღწევებს საუკეთესო შედეგად მიიჩნევს. არჩვაძის შეფასებით, ყაზახეთი ერთ-ერთია იმ მცირე სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც უნარი აქვთ, ჩაკეტვის პირობებშიც გააგრძელონ ეკონომიკური განვითარება, რის შესაძლებლობასაც ბევრი სახელმწიფო მოკლებულია.



,,საქართველოს არა მარტო ემოციური და მორალური პასუხისმგებლობის, არამედ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარეც სჭირდება სტაბილური, მდგრადი და განჭვრეტადი მომავლის მქონე სახელმწიფო პარტნიორის სახით. პოტენციალი ყველასთან მზარდია. თუმცა ყაზახეთის შემთხვევაში განსაკუთრებით, იყო დრო, როდესაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ყაზახეთშიც ხორციელდებოდა, სანამ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანდებოდა და  პერსპექტივა ამ მიმართულებით ჯერ კიდევაა. სხვათა შორის, დიდ წარმატებას მიაღწია ყაზახეთმა როგორც ეკონომიკის, ისე დემოგრაფიის კუთხით, ყაზახი მოსახლეობის წილი ყაზახეთში საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში 39% იყო და ამჟამად თითქმის 70%-მდეა. ასე  მარტო იმის გამო არ არის, რომ რამდენიმე ათასი ეროვნებით რუსი, გერმანელი და სხვა ეროვნების ადამიანები დაუბრუნდნენ თავის ისტორიულ სამშობლოს, არამედ იმის გამოც, რომ ყაზახი მოსახლეობის რაოდენობა დამოუკიდებლობის პერიოდში 2 მილიონზე მეტით გაიზარდა, პარალელი რომ გავავლოთ, საქართველოში ამ მხრივ დიდი კლებაა. ყაზახეთი მიეკუთვნება მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელ სახელმწიფოებს, რომლებიც თეორიული დაშვებით, ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებშიც გააგრძელებენ განვითარებას. მენდელეევის ელემენტების პერიოდული სისტემის მთელი მასალები, თითქმის ყველა სახის ნედლეული მოიპოვება ყაზახეთის ტერიტორიაზე, იმდენად მდიდარია წიაღისეულებით, მზარდი სამრეწველო პოტენციალი გააჩნია“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ სოსო არჩვაძე.



გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსი აღნიშნავს, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის საქართველოს თანაფარდობა ყაზახეთთან მოსახლეობის 1 სულზე დაახლოებით 76%-ის დონეზე იყო და ახლა სადღაც 45%-ის დონეზეა, ე.ი. ყაზახეთმა საკმაოდ მკვეთრი წინსვლა განახორციელა, ვიდრე ეს საქართველომ შეძლო.



საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობა უკვე დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, რამდენ ხანს გასტანს არეულობა და რა დროში დაიბრუნებს იგი პოლიტიკურ სტაბილურობას.




,,რა მდგომარეობაც დღესდღეობით ყაზახეთშია, არ უკავშირდება წმინდა ეკონომიკურ მოთხოვნებს, თუმცა ამ ტიპის მოთხოვნების ფონზე გამოჩნდა  პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებიც, დიდი გეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახებას აქვს ადგილი და როგორ გადაიხრება ვექტორი, ამის შესახებ სულ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ ვითარებაში ყაზახეთს უნდა ვუსურვოთ სტაბილურობა და განვითარების იმ ვექტორის შენარჩუნება, რომლითაც ის გამოირჩეოდა ბოლო წლების განმავლობაში“, - დასძენს სტატისტიკოსი ,,კომერსანტთან“.



მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ყაზახურ ურთიერთობებში არის ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება და სანდოობის მაღალი ხარისხი, რითაც ყაზახეთი ყოველთვის გამოირჩევა.



როგორც სოსო არჩვაძე ამბობს, რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყაზახეთს არ უცნია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობა, ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც დასაფასებელია.



რაც შეეხება ქართული პროდუქტის ექსპორტს ყაზახეთში, ციფრებში ჯერჯერობით მოკრძალებულია. 2021 წელს, ბოლო 5 თვის მონაცემით, თხილის ექსპორტმა ამ მიმართულებით 45 ტონა შეადგინა.  განსაკუთრებით მზარდია ციტრუსის ექსპორტი,  ბოლო 3 თვის მდგომარეობით, 301 ტონა მანდარინია ექსპორტირებული, ხურმისა და კარალიოკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 62 ტონაა.



აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თხილის ექსპორტში ყაზახეთი მსხვილი საექსპორტო  ქვეყნების ათეულშია.



შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას 5 იანვარს  მოაწერა ხელი. 



ამასთან, რუსეთმა ყაზახეთში მედესანტეების გადასროლა დაიწყო. რუსული მხარის ცნობით, მათი ძირითადი ამოცანები სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა და სიტუაციის სტაბილიზაციაში დახმარება იქნება.



ამ დროისთვის  ქვეყანაში ყველა ბანკი დაიხურა. ფინანსური და საკრედიტო ორგანიზაციების მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ფინანსური ბაზრის რეგულირებისა და განვითარების სააგენტომ და ყაზახეთის ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად მიიღეს. 



საგანგებო მდგომარეობის გამო ყაზახეთმა ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა შეაჩერა.  



გარდა ამისა, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.



სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაღუპულია ათობით მომიტინგე, მსხვერპლია სამართალდამცავების რიგებშიც, დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.



მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up