რა საფრთხეა ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ქვეყნისთვის

რა საფრთხეა ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი ქვეყნისთვის

access_time2021-10-10 14:00:20

ისეთი დეფიციტი საქართველოს ბიუჯეტს, როგორიც დღეს აქვს, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ჰქონია. 2021 წლის  იანვარ-აგვისტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2.286 მლრდ ლარი შეადგინა. დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 7.874 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 8.841 მლრდ ლარი შეადგინა. 8 თვეში ბიუჯეტის ასეთი მაღალი დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია.

რას ნიშნავს ეს და როგორ იგრძნობენ დეფიციტს მოქალაქეები?

დეფიციტის მთავარი მიზეზი პანდემიის პერიოდში გაზრდილი ხარჯები და შემცირებული შემოსავლებია, ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკამ ნელი გამოცოცხლება დაიწყო და ბიუჯეტშიც ამ წლის პირველ 6 თვეში იმაზე მეტი თანხა შევიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს არ უნდა აჭარებებდეს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი დაშვებულზე ორჯერ მეტია და 7%-ს ცდება. ამავე კანონის მიხედვით, ქვეყნის საგარეო ვალი არ შეიძლება იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტი. არადა, ბიუჯეტის დეფიციტის შევსების ყველაზე გავრცელებული გზა საგარეო ვალებია. საქართველომ პანდემიისას გაზრდილი საგარეო ვალებითაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა სურს მისი ოდენობა წლის ბოლომდე 54,6%-მდე შეამციროს.


ეკონომისტი მიხეილ კუკავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პანდემიის დროს ბიუჯეტის დეფიციტი ლოგიკურია და შეშფოთების საფუძველი არ გახდება, თუკი შემოსავალებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 2022 წლიდან კლებას დაიწყებს. ასეთ დროს მთავრობის მთავარი ამოცანა ხარჯების შემცირებაა.


“მთავრობა უნდა დაფიქრდეს, როგორ შეამციროს დეფიციტი. დეფიციტი არ არის კარგი, ეს დეფიციტი ნამდვილად არის ისტორიული, თუმცა პანდემიის პირობებში ეს შემაშფოთებელი არ არის. მერე თუ არ შემცირდა, 2022 წლიდან შემცირების ტენდენცია თუ ვერ დავინახეთ, ეს უკვე იქნება პრობლემა” - ამბობს მიხეილ კუკავა, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის ეკონომისტი.

პანდემიამ დეფიციტი თითქმის ყველა ქვეყნის ბიუჯეტში გააჩინა. განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებშიც კი პანდემიით გამოწვეული დეფიციტი შესაძლოა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე საქართველოშია. გასათვალისწინებელია ის კანონზომიერება, რომ ძლიერ ეკონომიკებს დეფიციტის დაძლევის და შემცირების მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე საქართველოს მსგავსი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს.

დეფიტი არის, მაგრამ ვერ ვიგრძნობ?
დროის მოკლე მონაკვეთში დეფიციტური ბიუჯეტი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუკი ქვეყანა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ნდობას დაკარგავს დადეფიციტური ბიუჯეტიც გავლენაც იქონიებს მოქალაქეების შემოსავალზე.

“საკრედიტო რეიტინგი გაუარესდება და იმ ფასად ვეღარ ავიღებდით ვალს, როგორც ვიღებდით: გაგვიძვირდება სახსრების მოზიდვა და ეს მოახდენს მოქალაქეებზე გავლენას. აღარც ინვესტორებისთვის იქნება ეს ქვეყანა ისე მიმზიდველი, მთავრობის მიმართ ნდობა შემცირდება თუკი ბიუჯეტში დეფიციტის შემცირებას არ დავიწყებთ და საგარეო ვალს არ შევამცირებთ” - გვითხრა მიხეილ კუკავამ.

ბიუჯეტის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებში, გარკვეულწილად 2022-2025 წლების ძირითადი ტენდენციების სცენარს წარმოადგენს, აღნიშნულია, რომ დეფიციტი კლებას 2022 წლებიდან იწყებს.

არსებული ბიუჯეტების და პროგნოზების მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტის შესახებ ასეთი სურათი იხატება:

პანდემიამდე

  • 2018 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 2,3%
  • 2019 წელს 2,1%

პანდემია

  • პირველი წელი - 2020 წელს 9,3%-იანი დეფიციტი დაფიქსირდა
  • 2021 წლის ბოლოს სავარაუდო დეფიციტი 6,9%-ია

მომავალი 4 წელიწადი ( პოსტპანდემიური პერიოდი)

  • 2022 წელს დეფიციტი 4,4%-მდე ჩამოვა
  • 2023 წელს ზღვრულ ნორმაზე, 3%-ზე დაბრუნდება
  • 2024 წელს დეფიციტი 2,7% უნდა იყოს,
  • 2025 წელს 2,5%

იმისათვის, რომ ბიუჯეტის დეფიციტმა შემცირება დაიწყოს, ეკონომიკური ზრდის ტემპი შეუქცევადი უნდა იყოს - საქართველოს მთავრობას ახლა ერთი მხრივ პანდემიის გამო გაზრდილი საგარეო ვალი აქვს შესამცირებელი, მეორე მხრივ ბიუჯეტში გაჩენილი დეფიციტი. 2020 წელთან შედარებით წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი გაზრდილია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდა შენელებულია.





საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2021 წლის ბიუჯეტის 6 თვიანი შესრულების ანგარიშის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა განსაზღვროს რომელი ხარჯების შემცირებას აპირებს, ასვე უწყებების მიხედვით უნდა აღნუსხსოს ხარჯები და ამ გზით გამოავლინოს ის არაუცილებელი საჭიროებები, რომლებიც ბიუჯეტშია გათვალისწინებული და რომლებზეც შეიძლება კრიზისის დროს ქვეყანამ უარი თქვას. მაგალითად, ამ დროისთვის, როცა ფინანასთა სამინისტრო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს, მასში ცალ-ცალკე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ საჯარო უწყებაში რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია დასაქმებული და რა თანხა იხარჯება მათ ანაზღაურებაზე. ეს კითხვა განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასებზე კრიზისის მიუხედავად ყოველწლიურად მზარდია.


საერთაშორისო გამჭვირვალობის მონაცემებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 45%-ით არის გაზრდილი შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ხარჯები, რაც დაახლოებით 50 მილიონით მეტი ლარის ვალდებულებას ნიშნავს ბიუჯეტში.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით: 2021 წლის იანვარ-ივნისში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 27.3 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 47.7 მლნ ლარით მეტია.

“როდესაც მთავრობის ვალი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და ქვეყანაში პანდემიაა, შტატგარეშედ დასაქმებულებზე გაწეული ხარჯების ზრდა თანხების არაეფექტიან ხარჯვაზე და ნეპოტიზმზე აჩენს კითხვებს, რადგან შტატგარეშედ სამსახურში მიღება ნაკლებად კონტროლდება კანონმდებლობით” - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.



წყარო: რადიო თავისუფლება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up