რა საკითხები განიხილა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულმა TEPCO-მ პარლამენტის თავმჯდომარესთან

რა საკითხები განიხილა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულმა TEPCO-მ პარლამენტის თავმჯდომარესთან

access_time2022-11-08 13:00:54

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონური კომპანია TEPCO-ს (ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრს, უცხოური ბიზნესის მმართველ დირექტორს მასაკი ჰონდას შეხვდა.


შალვა პაპუაშვილი მიესალმა TEPCO-ის ჯგუფის წევრის - TEPCO განახლებადი ენერგიის (TEPCO Renewable Power) მიერ ქართული კომპანია დარიალი ენერჯის 31.4%-იანი წილის შესყიდვას, რაც იაპონიის პირველ ყველაზე დიდ ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოში.


მასაკი ჰონდამ ისაუბრა საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. იაპონურმა მხარემ აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების, მარეგულირებელი გარემოს და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო არის ხელსაყრელი ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის.


მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების შესაძლო მიმართულებები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.



რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ TEPCO საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობითაცაა დაინტერესებული. 


„ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებული ინვესტირებით. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითიც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა 1-ელ ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. 


 TEPCO იაპონიის უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, იგი იაპონიაში ფლობს ჰიდროელექტროსადგურებს, თბოსადგურებსა და ატომურ ელექტროსადგურებს. Tokyo Electric Power Company Holdings-მა (Tepco) 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემები უკვე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანია 238.8 მლრდ იენის ზარალზეა. როგორც კომპანიაში აცხადებენ ზარალი შემცირებულმა შემოსავალმა გამოიწვია, რომელიც 340 მლრდ იენს გაუტოლდა.


TEPCO Group აერთიანებს TEPCO Fuel & Power, TEPCO Power Grid, TEPCO Energy Partner და TEPCO Renewalbe Power-ს. სწორედ ამ უკანასკნელმა შეიძინა 2020 წელს კომპანია „ფერისგან“ ყაზბეგში მდებარე „დარიალის“ ჰიდროელეტქროსადგურის 31.4%-იანი წილი.


შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.


2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 2.850 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1.3 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული თანხიდან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე მომავალ წელს 151.8 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს იყო და 330 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს განხორციელდება „საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“.



თეგები:
TEPCO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up