რა საკითხები განიხილა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან?

რა საკითხები განიხილა ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან?

access_time2022-10-24 15:35:46

საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრედიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს.


„ჩვენ ბედნიერები ვართ რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია , რომ ვიმყოფებით ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს/ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები, ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორჯერ ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში.


ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის სახით, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ორმხრივ ფორმატში და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალურად.


როორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა უკვე, ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც, რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, და უსაფრთხოების საკითხებიც ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა,


საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის.



დღეს გვაქვს ასევე საშუასლება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს. სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი.


რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები , იმ პროექტების თაობაზე რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც.


ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი.


ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ.


ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.


უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა.


სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა.


საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები - ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი.


ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი - ლიდერების - ხელშეწყობით ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up