რა საკითხები განიხილა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ახალ ელჩთან შეხვედრაზე

რა საკითხები განიხილა ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ახალ ელჩთან შეხვედრაზე

access_time2022-11-04 16:00:00

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.


შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, განსაკუთრებით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, რაც დადებითად აისახება საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე ევროკავშირის სახელმწიფოებთან.


ვიცე-პრემიერმა ევროკავშირის ახალ ელჩს პოსტზე დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში კიდევ უფრო გაიზრდება.



ლევან დავითაშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებულ ვალდებულებების შესრულების პროცესზე.


მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, რომლებიც საქართველოს ინიცირებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის დერეფნის მეშვეობით ევროპისა და აზიის ბაზრების დაკავშირებას. მათ შორისაა, შავი ზღვის ენერგო კაბელის პროექტი, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგეტიკული გადამცემი ინფრასტრუქტურა ერთმანეთს დაუკავშირდება. ვიცე-პრემიერმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა იქნება, ხოლო პროექტი ამოქმედების შემდეგ დიდ როლს შეასრულებს ორივე რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების შენარჩუნებაში.


ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ტრანსკასპიური, ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაზე, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო მარშრუტია ევროპასა და აზიას შორის. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირთან ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში, რათა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მეტად იყოს ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო მარშრუტებში. აღნიშნული გაზრდის საქართველოს პორტების, რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით ტვირთების გამტარუნარიანობას, რომლებიც მოძრაობს ევროპასა და აზიას შორის.


მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა EU4DIGITAL - ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, გახდეს რეგიონის ციფრული მომსახურების ცენტრი. ამ მიზნით, განიხილება ქვეყანაში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბება და ევროპა - აზიის დამაკავშირებელ ციფრულ დერეფანში, რომლის ნაწილიცაა საქართველო, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. შეხვედრაზე დასახელდა კიდევ ერთი ფლაგმანური პროექტი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სახით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროკავშირის ქსელთან. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების პროცესში ევროკავშირის ჩართულობას და მხარდაჭერას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირის სახელმწიფოებთან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up