ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

access_time2022-08-26 16:20:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სუჰ ბიონსუს და ეროვნული ასამბლეის დეპუტატებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა დელეგაციის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკოტურისტული და აგროტურისტული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ოთარ შამუგიამ პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, კორეის ეროვნული პარკების სამსახურსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება.


შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოების იმ პროდუქციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც განსაკუთრებული საექსპორტო პოტენციალი აქვს და ხაზგასმით აღნიშნა ქართული ღვინის, როგორც მთავარი საექსპორტო პროდუქტის მნიშვნელობის საკითხი.


მინისტრმა კორეის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს გამოფენის „ექსპო-2030“ კორეაში გამართვასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მხარს დაუჭერს კორეის რესპუბლიკის ქ. ბუსანის კანდიდატურას, World Expo 2030 მასპინძელ ქვეყანათა შესარჩევ ეტაპზე.



სუჰ ბიონსუმ მხარდაჭერისთვის ოთარ შამუგიას განსაკურებული მადლობა გადაუხადა. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული ღვინო კორეის რესპუბლიკაში მზარდი პოპულარობით გამოირჩევა, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.


ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კორეის ბაზარზე სტრატეგიული მარკეტინგული აქტივობების განხორციელება აქტიურად 2019 წლიდან დაიწყო. 2019 და 2022 წლებში, ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს კორეის ღვინის და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში „Seoul Wine and Expo“. ასევე აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 25-28 აგვისტოს ჩათვლით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორისო ღონისძიებაზე „Daejeon International Wine Festival 2022“ ქართული ღვინოა წარმოდგენილი.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up