დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა, მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
წარმოდგენილმა მხარეებმა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში, ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.