რა საკითხები განიხილეს ქართულ - სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე

რა საკითხები განიხილეს ქართულ - სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე

access_time2022-09-08 17:40:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ქართულ - სომხური ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სხდომაში, რომელიც აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოსა და სომხეთის ოფისების მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„სომხეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი.


მისასალმებელ სიტყვაში, რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები და სამომავლო გეგმები გააცნო. აღინიშნა, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმას, რომლის მიზნებსაც ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაცია და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება წარმოადგენს.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება დარგში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას უფრო მდგრადს და გარეშე ფაქტორებზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის.



რომეო მიქაუტაძემ ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში ენერგეტიკული მდგრადობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. მან დადებითად შეაფასა კოოპერაცია საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკულ სისტემებს შორის და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, უფრო მეტად განავითარონ ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ქსელები და ამით ხელი შეუწყონ ელექტროენერგიის სატრანზიტო ნაკადების ზრდის პროცესს.


სამუშაო შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება შავი ზღვის კაბელის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა რუმინეთისას დაუკავშირდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოდან და რეგიონის სხვა ქვეყნებიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიმართულებით.


შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის", აგრეთვე „სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“, „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრის“ და „ერევნის თბოელექტროსადგურის“ ხელმძღვანელი პირები.


ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორებს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და სომხეთის „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრს“ შორის ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.


სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სექტორში და ყურადღება გაამახვილეს პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და მომავალ განვითარებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up