დღეს, 9 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც მთავრობის სხდომის დღისწესრიგიდან ირკვევა, მინისტრები სხდომაზე სულ 5 საკითხზე იმსჯელებენ, საიდანაც ერთ-ერთი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს შეეხება.
დღისწესრიგით გათვალისწინებული საკითხების ჩამონათვალი:
საქართველოს კანონის პროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის „იმერეთის ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ენ-დი როუდის“ (ს/ნ 405182332) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით დაფინანსების მოზიდვის შესახებ”;