დღეს, 27 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით მთავრობა 9 საკითხზე იმსჯელებს. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხებიდან ყველაზე მეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერაა ინიცირებული.
დღის წესრიგის მიხედვით მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს:
საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” (2 პროექტი);
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვი-ემ-ჯი-ეი განათლებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „უდაბნოსათვის” პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „უდაბნოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აირონ კაპიტალ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 6 ოქტომბრის №967 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენის შესახებ”;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ფ/პ არჩილ მიქუჭაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2023-2026“ შესახებ”;
საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”.