რა საკითხებზე იმსჯელეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე?

რა საკითხებზე იმსჯელეს ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე?

access_time2022-10-19 15:00:13

იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი, რაც ასევე ოპტიმიზმის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.


საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.



მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ამერიკის სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ირაკლი ბაიდაშვილი, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელი საქართველოში თეა გიგიბერია, ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ჯორჯ უელტონი, გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი თომას კიმესვენგერი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მაგდა ბოლოთაშვილი, საქართველო-თურქეთის ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ლევან ბოლქვაძე, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს იურიდიული ექსპერტი გიორგი ჯუღელი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ბიზნესანალიტიკოსი გიორგი ედილაშვილი ესწრებოდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up