რა სამუშაოების ჩატარება დასჭირდება ინვესტორს ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად - თორნიკე ქებურია „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“

რა სამუშაოების ჩატარება დასჭირდება ინვესტორს ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოსაწყობად - თორნიკე ქებურია „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“

access_time2022-10-18 11:00:05

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელიც ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულს გააერთიანებს წყალქვეშ საკმაოდ ბევრი სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს.


როგორც „კომერსანტთან“ Ambassadori Group-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ქებურია აცხადებს, აღნიშნული პროცესი საკმაოდ რთული და ამავე დროს ძალიან საინტერესოა.


„ჩვენს მიერ მოწვეულ სპეციალისტებს უკვე აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება მიღებული შავ ზღვაში ხელოვნური მიწის შექმნის და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების. თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაპიზონის შავი ზღვის სანაპირო, ბევრად უფრო ღრმა და აგრესიულია, ვიდრე ბათუმის აკვატორიაში ბარცხანის უბე. თუმცა ჩვენმა მეზობლებმა თურქებმა შეძლეს შთამაგონებელი და გაბედული გადაწყვეტილებების შედეგად ევროპაში პირველებს გაეკეთებინათ ზღვაში განაშენიანებული საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ამჟამად ექსპლუატაციაშია გაშვებული.


პროექტში გათვალისწინებულია ხელოვნურად შექმნილი მიწის ნაკვეთის ნაპირის ჯეროვანი გამაგრება კლდოვანი ქვის მასით, ასევე სპეციალური გამტარი არხებით წყლის მუდმივი ცირკულაციის უზრუნველყოფა, თითოეული კლდის ქვის ჩადებისას გამოიყენება JPRS სისტემა. წყლის მოდინების სიღრმისეული შესწავლა შესაძლებლობას იძლევა ქვის წყობა განხორციელდეს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს წყლის სწორი გამტარიანობა, რაც საგრძნობლად ამცირებს დამცავ ჯებირებზე შტორმისას წარმოქმნილი ტალღების ზემოქმედებას. მთლიანი კუნძულის მოდელის ტესტირება პროექტირების პარალელურად მიმდინარეობს საფრანგეთში“, - აცხადებს ქებურია.


კუნძულისა და ნახევარკუნძულებისთვის საჭირო სამშენებლო მასალები საქართველოს ტერიტორიაზე იქნება მოპოვებული, რაშიც ინვესტორს სახელმწიფოს ხელშეწყობის იმედი აქვს.



„ზოგადად მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება. სასიხარულოა, რომ პროექტის განხორციელბის თითოეულ ეტაპზე საჯარო უწყებებში პროექტის მიმართ ვლინდება შთაგონებით და გულშემატკივრობით აღსავსე დამოკიდებულება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი კანონმდებლობა დაცული იქნეს, სწორედ ამიტომ გვყავს მოწვეული სპეციალისტებად საერთაშორისო მასშტაბის ავტორიტეტები“, აცხადებს თორნიკე ქებურია.
შავს ზღვაში არის შტორმი, რა გათვლა კეთდება ხელოვნური კუნძულის მშენებლობისას თავად ამ კუნძულისა და მათი მცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის? როგორც Ambassadori Group-ის თანადამფუძნებლი თორნიკე ქებურია ამბობს, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ განხორციელებისთვის შავი ზღვის აკვატორიის კონკრეტული ყურე სწორედ იმიტომ შეირჩა, რადგან ის აჭარის ზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე წყალმარჩხი და მშვიდი ადგილია.


„თუმცა მიმდინარე კვლევებში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ტალღებისა და შტორმის რისკების გაზომვა-გათვალისწინებაც. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ უმსხვილეს თურქულ კომპანია, ARS-თან (Applied Research Solutions), რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს საზღვაო კვლევებში უახლესი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფლობს ISO PAS 99 აკრედიტაციას.


“ამბასადორი ბათუმი აილენდის” პროექტის ფარგლებში ARS-Surveys-მ შავი ზღვის აკვატორიის სამშენებლო არეალში შეისწავლა ზღვის დინებები და ტალღების ურთიერთქმედება ზღვის ფსკერთან. კერძოდ, საპროექტო არეალში და მის მიმდებარედ, ზღვის ფსკერზე ექვს სხვადასხვა წერტილში დაამონტაჟა სპეციალურ სენსორები, რომლის საშუალებითაც ხდება წყლის დინებების მიმართულებებისა და ტალღების სიმძლავრის შესწავლა. ბათუმის კუნძულს ექნება მაშტაბური და მძლავრი დაცვის ქვის დამცავი კონსტრუქცია, რაც გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე შტორმისას წყლის შემოდინებას.


ჩვენი პრიორიტეტია, ყველა დეტალი გავითვალისწინოთ და უსაფრთხოდ, ყველანაირი სტანდარტის დაცვით განვახორციელოთ პროექტი“, - განმარტავს თორნიკე ქებურია.


იმ ადგილზე, სადაც „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ უნდა აშენდეს, ანუ „ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების 2,5X1,5 კმ სანაპიროს აკვატორიაში, ადგილობრივების თქმით ხშირად მძაფრი სუნი იგრძნობა.


ხომ არ გახდება აღნიშნული პრობლემა სამომავლოდ კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ტურიზმის განვითარების ხელშეშლის წინაპირობა, Ambassadori Group-ში კომერსანტს განუცხადეს, რომ ყველა აქამდე განხორციელებული კვლევა აჩვენებს, რომ აჭარის სანაპიროზე ბარცხანის უბეში ზღვა ყველაზე დაბინძურებულია.


„ეს გამოწვეულია წლების განმავლობაში ახლომდებარე ნავთობტერმინალიდან ნავთობის გადაზიდვის შედეგად ნარჩენების ზღვაში ჩართვით. განსაკუთრებით ზაფხულის თვეში ეს იწვევს მძაფრ სუნს, რაც დამეთანხმებით ძალიან დიდი დისკომფორტია. ბათუმის კუნძულების მოწყობა ითვალისწინებს დაბინძურებული ზღვის ფსკერის მიწის მასით დაფარვას, რაც აშკარად დადებითად აისახება ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გარდა ამისა პროექტით გათვალისწინებული კლდის ბუნებრივი ქვის ლოდების ჩაწყობის შედეგად წარმოშობილი კიდეები საუკეთესოა ზღვის ფლორისა და ფაუნის სიცოცხლისუნარიანობისათვის. სწორედ ამ პოზიტიურ შედეგებზე მიუთითებენ დამოუკიდებელი სპეციალისტები გარემოზე შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნებში“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ თორნიკე ქებურიამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up