რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

access_time2022-04-17 14:00:19

აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. ამ დროისთვის კი, სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

„ვაკანსიები ძირითადად არის დასუფთავების, მეეზოვის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, დარაჯის, დამხმარე პერსონალის, კურიერის და გამწვანების თანამშრომლის პოზიციაზე.

რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემა სოციალური გასაცემელი, თვეში არაუმეტეს 300 ლარისა, რომელიც არ იბეგრება და ირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე, სადაც ირიცხება მიზნობრივი სოციალური შემწეობა“ – მოგვწერეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან.

სააგენტოს ინფორმაციით, „აჭარის რეგიონში ვაკანსიები ძირითადად წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან. ასევე, ვაკანსიები აქვს წარმოდგენილი აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, ჯამში წარმოდგენილია 2 600-მდე ვაკანსია.

კერძოდ:

ბათუმის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია 1200-მდე ვაკანსია;
ქედის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე – 110-მდე ვაკანსია;
ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 350-მდე ვაკანსია;
შუახევის მუნიციპალიტეტში – 300-მდე ვაკანსია;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 100-მდე ვაკანსია;
ხულოს მუნიციპალიტეტში – 500-მდე ვაკანსია.
ამავე სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით:

აჭარის რეგიონში ამ დროისთვის ჯამში გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.


აჭარაში საზოგადოებრივი სამუშაოების მომწოდებლები, ვინც უკვე გაუფორმა სოციალური ხელშეკრულება პროგრამის მოსარგებლე პირებს ძირითადად არიან:

ბაღების გაერთიანებები,
შუახევის მუნიციპალიტეტი,
ა[ა]იპ ხულოს მუნიციპალური სერვისი;
შპს ,,სანდასუფთავება“,
ა[ა]იპ ხელვაჩაურის სასაფლაოები,
შპს „ხელვაჩაურის წყალკანალი“,
ა[ა]იპ – „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“,
მუნიციპალური სერვისების სააგენტო და სხვა.“
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. 4 აპრილს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია იყო დარეგისტრირებული.

ინფორმაცია, თუ რომელი მუნიციპალიტეტის/უწყების/ორგანიზაციის მიერ და რამდენი ვაკანსიაა იყო გამოცხადებული და რა სამუშაოებზე, „ბათუმელებმა“ იმავე დღეს გამოითხოვა დასაქმების სააგენტოდან.

სააგენტომ პასუხი 15 აპრილს მოგვწერა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ [მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაცია მხოლოდ აჭარასთან მიმართებაში მოგვაწოდეს].

„მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ვაკანსიების უმეტესობა წარმოდგენილი აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up