სათამაშო ბიზნეს ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

სათამაშო ბიზნეს ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

access_time2022-03-25 17:00:18

საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ „სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციულმა ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა აღნიშნა, საბონუსე სისტემის დაბეგვრასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას ასოციაცია არ ეთანხმება. 


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


მისივე თქმით, როგორც სათამაშო ბიზნესში, ასევე ნებიმიერ სხვა ბიზნესში არსებობს აღრიცხვის და საქმის წარმოების საერთაშორისო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება და ეს არ ხდება ისე, როგორც შემოსავლების სამსახურს უნდა.


“ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტებით და აღებული გვაქვს საერთაშორისო კურსი, რაც ასევე წერია ჩვენ საგადასახადო კოდექსში, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით  ჩვენი შემოსავლების და თუნდაც ჩვენი მოგების დათვლა სულ სხვანაირად ხდება.


შესაბამისად  ჩვენ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნას ვერანაირად ვერ  დავეთანხმებით, ამ ეტაპზე საუბარი მაქვს საბონუსე სისტემაზე, რომელსაც ჩვენ ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ,  ეს  არის ნულოვანი  ღირებულების ფსონი,  თუმცა  შემოსავლების სამსახური თვლის, რომ რადგან ფსონი იდება ეს უნდა დაიბეგროს და  შესაბამისად მან უნდა მიიღოს მეტი  შემოსავალი. ჩვენ ამას კატეგორიულად ვერ ვეთანხმებით, ერთადერთი  რაც  სახელმწიფომ დაგვიტოვა ეს  არის საკონსტიტუციო  სასამართლო, სარჩელებს ჩვენ პერიოდულად დავიწყებთ და  შევიტანთ,  ერთი სარჩელიო უკვე  შევიდა საკითხზე, რომელსაც  ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური გვთხოვს“ -  აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.



მამულაიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას მიიღებს იმ არგუმენტებზე დაყრდნობით რასაც ასოციაცია წარადგენს, რადგან არგუმენტები დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე და IFRS სტანდარტებზე.


„საქართველო უკვე რამდენიმე წელია იბრძვის, რომ ifrs სტანდარტზე გადავიდეს და ბუღალტრულ აღრიცხვაში ifrs სტანდარტი მიიღოს. ბოლო წლებია  ანგარიშგებები აღნიშნული სტანდარტებით ტარდება, კოდექსის ბევრი მუხლიც ifrs- ზეა გადასული და   შესაბამისად ჩვენი არგუმენტები  ზუსტად ამ  სტანდარტებზეა  დაყრდნობილი.  ჩვენ  უკან  დგას ძალიან მსხვილი  კომპანიები. რომლებსაც  მრავალწლიანი გამოცდილება სწორედ ამ  სტანდარტებზე დაყრდნობით აქვთ.“ -  აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.

 

მამულაიშვილმა გადაცემაში ასევე იმ რეგულაციაზეც ისაუბრა რომელიც 25 წლამდე ადამიანების  აზარტულ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს. მისი თქმით აღნიშნულ საკითხზეც მზადდება სარჩელი და კონსტიტუციონალისტებთან კონსულტაციის შემდეგ შეიტანენ.

 

„ეს სარჩელი ჯერ  საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ არ  შესულა, თუმცა მზადების პროცესშია და კონსტიტუციონალისტებთან საუბრის შემდეგ შევუტანთ. გვინდა  რომ ჩვენი  ნებისმიერი სარჩელი მყარად არგუმენტირებული იყოს,  რაც  შეეხება  საუბარს იმაზე, 25 წელს ქვემოთ მყოფ პირებს შეეზღუდოთ აზარტულ თამაშებში ჩართვა დაყრდნობილი იყო იმ არგუმენტზე, რომ თითქოს 25 წლამდე ადამიანის ფსიქოლოგია სრულად ჩამოყალიბებული არ არის,  რაც  არარეალურია  რადგანაც  21  წლიდან ადამიანს შესაძლებლობა აქვს, რომ არჩევით თანამდებობაზე  დაინიშნოს და 24 წლიდან პარლამენტის წევრი გახდეს. მას უნდა ჰქონდეს უფლება რომ თავისი ბედი და თანხა თვითონ განსაზღვროს.

 

“საქართველოში არ არის კვალიფიციური კვლევა იმის შესახებ ჩატარებული იწვევს თუ არა ონლაინ აზარტული თამაშები დამოკიდებულებას. მე პირადად პარლამენტიდანაც გამოვითხოვე სტატისტიკა, წერილობითაც მივმართე, თუმცა  პასუხი ვერ მივიღე.  აქ  ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ თამაში 25 წლამდე მოსახლეობას შეეზღუდა, თუმცა ძალიან ბევრი არალეგალური საიტი შემოვიდა, სადაც ეს  ადამიანები ძალიან მარტივად სმს ვერიფიკაციის მეშვეობით ახერხებენ რეგისტრაციას. არალეგალური  საიტები საერთოდ  განსხვავებული  წესებით  თამაშობენ  მათი მარჟა  ბევრად უფრო მაღალია,  ისინი  ყველა  ხერხს  მიმართავენ  ზუსტად  იმიტომ  რომ  ჩაითრიონ  ხალხი.


ასოციაციას უკვე  არაერთმა მშობელმა მოგვმართა დახმარებისთვის, ამბობენ, რომ მათი  შვილები ჩართულები არიან ხელზე  გამაზვაში, თუმცა ჩვენ მათი დახმარება არ შეგვიძლია, რადგან არსად არანაირ რეგისტრაციას არ გადიან ამისთვის“ -  აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up