რა სარგებელს ელის მთავრობის ახალი შეთავაზებისგან სამშენებლო სექტორი - დეველოპერების შეფასება

რა სარგებელს ელის მთავრობის ახალი შეთავაზებისგან სამშენებლო სექტორი - დეველოპერების შეფასება

access_time2022-02-15 10:00:04

პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას, რომელიც სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად იგეგმება, სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. როგორც ისინი ,,კომერსანტთან“ ამბობენ, იდეა კარგია, მაგრამ დეტალებს არ იცნობენ. მთავარი, რასაც ისინი სამთავრობო პროგრამისგან მეტნაკლებად ელიან, კომპანიების ჩართულობას უკავშირდება. დეველოპერების შეფასებით, კარგი იქნება, თუ გიგანტ კომპანიებთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა საშუალო სიდიდის სამშენებლო კომპანიებსაც ექნებათ.


როგორც ცნობილია,  ახალი ინიციატივა დეველოპერულ ბიზნესს საშუალებას მისცემს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით. რაც შეეხება პროგრამის ეფექტს, ღარიბაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით 1-2% იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.


მთავრობა პროგრამის განხორციელებამდე კონსულტაციას ბიზნესთან გაივლის. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ფიქრობს, რომ ერთ-ერთია სექტორის წარმომადგენელთაგან, რომელიც შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა პროგრამის შეფასებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, სანამ დეტალები არ დაზუსტდება.


,,ინიციატივა კარგია, პრაქტიკულად როგორ განხორციელდება ეს არის მთავარი.  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ინფრასტრუქტურა განვითარდეს, ამაში ჩაიდოს ფული და დასაქმდნენ დეველოპერული კომპანიები, საუკეთესო იდეაა, დანარჩენი - პირობები, ვადები, ფასები და ბევრი სხვა დეტალი უნდა გაირკვეს. ქართველი დეველოპერები ამით თუ ისარგებლებენ, კარგია, მაგრამ კონკრეტულად რა სარგებელს მიიღებენ, ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, ბიზნესთან დაიწყება მოლაპარაკება და დეტალების გარკვევის შემდეგ უფრო ჩამოყალიბებული პოზიცია გვექნება“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.  



დეველოპერების ერთი ნაწილი ცდილობს დროულად გაერკვეს, თუ რა კრიტერიუმით მოხდება კომპანიების ჩართვა პროექტში და ამჯერად რა დახმარებას გაუწევს დარგს მთავრობა მეტი სტაბილურობისთვის.


,,აი ჯი ეს ჯგუფის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო პროგრამა მეტ კომპანიას მოიცავს და მსხვილ ფირმებთან ერთად, ბევრ ბიზნესს მიეცემა სახელმწიფოს ახალი შეთავაზებით სარგებლობის საშუალება.


,,პანდემიური პრობლემით შექმნილი სიტუაციისას, თუ ეკონომიკური ვითარებით გამოწვეული ნებისმიერი სხვა სახის კრიზისის დაძლევის ეტაპზე, მთავრობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზარს სჭირდება ბიძგი, სწორი დახმარება. ამ თვალსაზრისით, ინიციატივა კარგია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ იდეაა, ახალი პროგრამა უფრო ნათელი უნდა გახდეს, რა კრიტერიუმით მოხდება  მასში კომპანიების ჩართვა, რა იქნება მთავარი პრიორიტეტები და სხვა. წინასწარ რთულია თქმა, 500 მილიონი ლარი რა ეკონომიკურ შედეგს გამოიწვევს, ეს მაჩვენებლები ჯერჯერობით დათვლადი არ არის. ჩანს, რომ უფრო ტენდერული მიმართულებით იქნება, მაგრამ როგორ შეძლებენ  მონაწილეობის მიღებას კომპანიები - ეს და სხვა მრავალი დეტალია გასარკვევი. შესაძლებლობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ჩავერთვებით. ვფიქრობ,  ბიზნესისთვის კარგი შესაძლებლობაა, თუ პროექტი სწორად განხორციელდება. ასეულობით სამშენებლო კომპანიიდან შეიძლება  ათამდე გიგანტი კომპანიაა, რომელსაც აქვს უნარი, ნებისმიერი სატენდერო პირობები დააკმაყოფილოს და გაუძლოს კრიზისს, მაგრამ ამის რესურსი ყველას არ აქვს. ასეთი კომპანიები როგორ შეძლებენ მონაწილეობას პროგრამაში, ეს არის ჩემთვის ამ ეტაპზე საინტერესო, ამდენად, მეტი დეტალია გასარკვევი“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ შოთა გუჯაბიძე.


შეგახსენებთ, რომ სამშენებლო სექტორის დახმარების მიზნით ახალი პროგრამის ფარგლებში მთავრობა 500 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს და შეიძლება ეს თანხა 1 მილიარდამდე გაიზარდოს.


როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განმარტა, ახალი ინიციატივის მიზანი დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ზრდაა, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება როგორც ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ასევე მენაშენეთა დარგის განვითარებაზე.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up