რა სარგებელს მიიღებს საქართველო საკოლექციო ავტომობილების იმპორტით - შეღავათები, რომელიც კლასიკურ მანქანებზე ამოქმედდება

რა სარგებელს მიიღებს საქართველო საკოლექციო ავტომობილების იმპორტით - შეღავათები, რომელიც კლასიკურ მანქანებზე ამოქმედდება

access_time2023-04-03 17:00:17

„კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

 

საუბარია, ანტიკვარული და საკოლექციო მანქანების პოპულარიზაციის მიზნით, „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ ცვლილებებზე.

 

როგორც არჩილ თალაკვაძე განმარტავს, საკანონმდებლო რეგულაცია მოიცავს 3 ძირითად საკითხს: კერძოდ, კანონში კლასიკური ავტომობილების ცალკე კატეგორიად განსაზღვრას; აღნიშნული ავტომობილების რეგლამენტაციას ისე, რომ მფლობელებს, სერვისში ჩართულ ადამიანებს, ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდეთ; ასევე, გონივრული საბაჟო ტარიფის დაწესებას.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, კლასიკური მანქანების პოპულარიზაცია, ეს არის, ტურიზმის, ეკონომიკისა და ბიზნესის ნაწილი, შესაბამისად, ქვეყანას სარგებლის მიღება არაერთ ასპექტში შეუძლია.

 

„როგორც სხვა ბევრს სფეროში, აქაც კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით, ჩვენ შემოგვაქვს ევროპული რეგულაციები. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილება მოიცავს 3 ძირითად საკითხს: პირველი, ეს არის კლასიკური ავტომობილების ცალკე კატეგორიად განსაზღვრა კანონში, რაც დღემდე ასე არ არის; მეორე, ეს არის ამ ავტომობილების რეგლამენტაცია ისე, რომ მფლობელებს, სერვისში ჩართულ ადამიანებს, ნაკლები ბიუროკრატიული პრობლემები ჰქონდეთ (ფლობის და საექსპლუატაციო სერვისის მიწოდების დროს); და, მესამე, ეს არის გონივრული საბაჟო ტარიფის დაწესება, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას ისე, თავად ამ სფეროს მნიშვნელობას საერთო კონტექსტში.

 


ამის წინაპირობები არის ის, რომ, პირველ რიგში რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს უკვე 2 წელია აქვს 2-ნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამის პარალელურად, ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს სატრანსპორტო სფეროში რეფორმებს, კერძოდ, ჩვენ დავაწესეთ შეღავათები და წავახალისეთ კანონის დონეზე, მაგალითად, ეკოლოგიურად უფრო დამზოგველი ავტომობილები, ელექტროავტომობილები, ჰიბრიდული ავტომობილები, შედარებით ახალი ავტომობილები, სადაც ზოგან გავანულეთ გადასახადები, ზოგთან კი დავაწესეთ მინიმალური, გონივრული გადასახადები იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო მეტად მიიღონ გადაწყვეტილებები ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით.

 

ამ ფონზე, ძვირდება ძველი ავტომობილები. მოგეხსენებათ, რომ ძველი ავტოპარკი არის გარემოსთვის უფრო დამაზიანებელი და ეს ცვლილებებიც, რომელიც კლასიკურ ავტომობილებს ეხება, სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარეობს. ჩვენ არ გვინდა, რომ ამ რეფორმებით დაზარალდეს და დაზიანდეს ისეთ მნიშვნელოვანი ცალკე სფერო, როგორიცაა კლასიკური ავტომობილები. ეს სფერო ყველგან, ევროპაში, ბრიტანეთშიც, აშშ-შიც ზუსტად ამ მიზეზებიდან გამომდინარეობს, ცალკე არის გატანილი და დარეგულირებული, სპეციალური შეღავათებიც კი აქვთ იმიტომ, რომ სინამდვილეში, ეს არ არის ყოველდღიური სატრანსპორტო საშუალებები, ეს არის უფრო ცალკე კულტურა, ეს არის ტურიზმის, ეკონომიკის, ასევე, სარეკლამო ბიზნესის ნაწილი და ძირითადად არა სატრანსპორტო, არამედ უფრო კულტურული საგამოფენო და ეკონომიკური დატვირთვის მქონე. ასეა საქართველოშიც.

 

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ვინც ჩემთან ერთად ინიციატორები იყვნენ ბატონი გიორგი ვოლსკი, ბატონ ბექა ოდიშარია, ბატონი ბექა დავითულიანი, ბატონი ბეჟან წაქაძე და ბატონი დავით კაჭარავა, ჩვენ ერთად შევიმუშავეთ ეს ცვლილებები და დავაინიცირეთ. პარლამენტში ასევე, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო იმ თემს მთლიანად, ვინც დაინტერესებული იყო ამ მიმართულებით, ეს არის ისტორიული ავტომობილების ასოციაცია, ეს არის ასობით ადამიანი, ვინც ფლობს ან ჩართულია ძველი, ისტორიული კლასიკური ავტომობილების სფეროში.

 

დღეს სწორედ იმიტომ არის შემოთავაზებული ეს ცვლილებები, რომ რაც უფრო მეტად ვითარდება სატრანსპორტო სფეროში რეფორმები, პოლიტიკა, რაც უფრო მეტია ეკონომიკური ზრდა, უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება (ამ მიმართულებით). ძალიან საინტერესო ღონისძიებები იმართება, სადაც ისტორიული ავტომობილები არის ხოლმე გამოფენილი, არის ტურისტული ღონისძიებები, საავტომობილო ღონისძიებები, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება, რაც თავისთავად ქმნის ეკონომიკის რაღაც ნაწილს, და მეორე, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ შემოგაქვს ევროპული რეგულაციები, ეს არის უკვე მსოფლიოში მიღებული. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში არის ცალკე კატეგორია, ზოგან საერთოდ სიმბოლური გადასახადია დაწესებული იმპორტზე. ეს უკავშირდება სამუშაო ადგილებსაც, იმიტომ, რომ რაც მეტია ასეთი ავტომობილები, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული სერვისები, საინჟინრო, ტექნიკური მომსახურება , სტუდიები, სადაც რესტავრაცია ხდება, მიჰყვება ამ ყველაფერს და აქაც ადამიანები არიან დასაქმებული.

 

და კიდევ ერთი, გავიხსენოთ, თუნდაც წლევანდელი ორი დიდი კამპანია, „ვოლვოს და ტოიოტას ცენტრები თბილისში, რომლებმაც საკუთარი ახალი ხაზის წარდგენა და მარკეტინგული კამპანია მთლიანად დააფუძნეს თავის ძველ მოდელებზე, ისინი 60-70-იან წლებში იყო გამოშვებული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ბრუნდება ეს ტენდენცია თუ მოდა საავტომობილო სექტორში და ჩვენ გვინდა, რომ საქართველომაც მაქსიმალურად გამოიყენოს ეს მიმართულება. მაქსიმალურად გახდეს ეკონომიკის, კულტურის ნაწილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო განვითარდება ჩვენი ქვეყანა, დაუახლოვდება ევროპას და მეტი ეკონომიკა შევა თითოეულ ოჯახში, მით მეტი ადამიანი დაფიქრდება თუ როდის, როგორ და სად დახარჯოს თავისუფალი დრო, თუ რესურსები.

 

კლასიკურ ავტომობილად განისაზღვრება 40+ ასაკის ავტომობილი, მეორე, ცალკე რეგლამენტაციას მოიაზრებს, თუნდაც ტექნიკური დათვალიერების დროს, ფლობის და ექსპლუატაციის საკითხებში, რომ ამ სფეროში დამატებითი ბარიერები არ შეექმნათ მფლობელებს და იმ პროტოკოლებით მოხდეს ყველაფერი, როგორც ეს ხდება მსოფლიოში, მაშინდელი სტანდარტების გათვალისწინებით, რომ აქ რაღაც შეფერხებები არ იყოს. რაც შეეხება განბაჟების ტარიფს, დღემდე ის არის ძალიან მაღალი, 2,5 ლარია კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო ჩვენ ამ ცვლილებით გვსურს, რომ გადასახადი განისაზღვროს გონივრულ ფარგლებში, ეს არის 1,5 ლარი, ან ერთი ლარი კუბურ სანტიმეტრზე,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



Bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up