რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებით

რა სარგებელს მიიღებს საქართველო ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებით

access_time2022-11-15 13:30:35

ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით სამუშაოები გააქტიურდა. პარლამენტში აღნიშნულ სივრცესთან საქართველოს მიერთების შესაძლებლობებთან დაკავშირებით რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა.


როგორც „კომერსანტთან“ მცირე და საშუალო ტელეკომ-ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური აცხადებს, ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებით საქართველოს მოსახლეობა დიდ სარგებელს ნახავს, რადგანაც მას როუმინგის ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდება.


„საქართველო მუშაობს საკმაოდ ინტენსიურად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპულ ქვეყნებთან ამ ვალდებულებების ამოქმედება საკმაოდ დადებითად წაადგება საქართველოს მომხმარებელს“, — განმარტავს სეთური.


მისი თქმით, კონკრეტული ვადები, თუ როდიდან უნდა ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში გაწერილი არ არის, „თუმცა იდეა საკმაოდ კარგია“.


„ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში ყოფნისას იღებთ მომსახურებას ისეთი პირობებით, რა პირობებითაც იღებდით სახლში. იქნება საკმაოდ მოხერხებული ტარიფები“, - განმარტავს სეთური.


რაც შეეხება ქართულ კომპანიებს, მოუწევთ თუ არა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, მცირე და საშუალო ტელეკომ-ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ინვესტიცია სავარაუდოდ ძალიან მიზერული იქნება.



„წინასწარ ამაზე გამიჭირდება საუბარი, რადგანაც სახელშეკრულებო ვალდებულებები იქნება გადასახედი კომპანიებთან ევროპაში. რაც შეეხება ინვესტიციების მოცულობას ალბათ მიზერულ ცვლილებებზე იქნება საუბარი.


ეს უკვე დატალებშია სანახავი, ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ როდესაც ვალდებულება ჩაეწერებათ კომპანიებს მათ მოუწევთ ამ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება“ —  ამბობს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.


„კომერსანტმა“ უჩა სეთურს ჰკითხა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთება, ხომ არ გამოიწვევს საქართველოს ბაზარზე ისეთი კომპანიების გაქრობას, რომელიც მსოფლიო ქსელში ჩართული საერთაშორისო SIM ბარათების დისტრიბუციას (ევროპული, ქართული, ბრიტანული და ამერიკული ნომრებით) ეწევიან.


როგორც უჩა სეთური ამბობს, ამ კომპანიებსაც გადაწყობა და არსებული პირობების გადახედვა მოუწევთ.


„ამოვიდეთ მომხმარებლის კომფორტულობის ამოცანიდან. ესაა მთავარი მიზანი, რათა მომხმარებელმა იგრძნოს ის სიკეთეები. რაც ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებას ახლავს თან.


მათ მოუწევთ, ალბათ, პირობების გადახედვა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა გავიდნენ ბაზრიდან“, — ამბობს სეთური.



შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და თემატურ საკითხზე მომხსენებელმა ლევან ქარუმიძემ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


„ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან საქართველოს მიერთება იქნება კიდევ ერთი ხელშესახები სიკეთე, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სტუმრობენ, ასევე საქართველოში მყოფი უცხოელი ვიზიტორებისთვის“, - განაცხადა ლევან ქარუმიძემ.


საგულისმოა, რომ საქართველოს, EU-სა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების შემცირებაზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.


პლატფორმა EU4Digital-მა როუმინგის ტარიფების ჰარმონიზების შესახებ პირველი კვლევა ჯერ კიდევ 2017 წელს მოამზადა, ხოლო 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც ამ მიმართულებით სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის ცვლილებებს განიხილავდა.




თეგები:
როუმინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up