უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა - იმპორტი 40%, ექსპორტი კი  20%-ით არის შემცირებული

უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა - იმპორტი 40%, ექსპორტი კი 20%-ით არის შემცირებული

access_time2022-12-29 09:00:43

საქართველოს უკრაინიდან იმპორტი 40%-ით შეუმცირდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში უკრაინიდან საქართველოში 241,639.81 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 402,939.51 ათასი დოლარის.



აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2%-ი მოდის უკრაინაზე.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე უკრაინა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების მზარდ ტრენდზე იყო, თუმცა ომის დაწყების შემდეგ როგორც იმპორტი ასევე ექსპორტი შენელდა.




მარტში თებერვალთან შედარებით იმპორტის მოცულობა ფაქტობრივად 68%-ით შემცირდა. მარტის შემდეგ იმპორტმა აღდგენა დაიწყო და თვიდან თვემდე მეტნაკლებად იზრდებოდა კიდეც.



რაც შეეხება ექსპორტს ის 20%-ითაა შემცირებული. 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ უკრაინაში ექსპორტზე 221,729.90 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 278,105.41 ათასი დოლარის ღირებულების.
ექსპორტის დინამიკას თუ დავაკვირდებით ნათელია, რომ საქართველოდან უკრაინაში მიმდინარე წელს ყველაზე ნაკლები ღირებულების პროდუქცია 2022 წლის მარტში შევიდა, რაც მარტივად ასახსნელი ფაქტორებიდან გამომდინარეობს. მარტის შემდეგ ექსპორტის მაჩვენებლებმა აღდგენა დაიწყო, თუმცა თვიურ ჭრილში საქართველოდან უკრაინაში ყველზე დიდი მოცულობით ექსპორტი ივლისში დაფიქსირდა.



ღირებულების ჯაჭვში TOP-10 პროდუქტი, რაც საქართველომ უკრაინიდან შემოიტანა:



სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 14,747.95 ათასი დოლარი;


მსუბუქი ავტომობილები - 12,955.54 ათასი დოლარი;



სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 11,414.59 ათასი დოლარი;


შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 8,720.91ათასი დოლარი;


კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 8,467.89 ათასი დოლარი;


პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 6,763.69 ათასი დოლარი;


ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 6,367.57 ათასი დოლარი;


ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 5,616.52 ათასი დოლარი;

ფეროშენადნობები - 5,076.75 ათასი დოლარი;


საცობები, ხუფები და სახურავები - 4,992.47 ათასი დოლარი;



TOP-10 პროდუქტი, რაც საქართველომ უკრაინაში შეიტანა:


მსუბუქი ავტომობილები - 118,728.56 ათასი დოლარი;


ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 21,402.72 ათასი დოლარი;


ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 13,261.11 ათასი დოლარი;


სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 13,066.76 ათასი დოლარი;


ყურძნის ნატურალური ღვინოები - 11,574.71 ათასი დოლარი;


მინერალური და მტკნარი წყლები - 9,420.83 ათასი დოლარი;


ფეროშენადნობები - 7,858.01 ათასი დოლარი;


პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 3,964.94 ათასი დოლარი;


სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2,712.05 ათასი დოლარი;


პირადი ნივთები - 1,972.19 ათასი დოლარი;





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up