გახდება თუ არა გონიო „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“

გახდება თუ არა გონიო „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“

access_time2021-08-19 11:00:38

პრემიერის განცხადებამ გონიოს ყოფილ საბჭოთა სამხედრო პოლიგონზე ახალი ქალაქის აშენების გეგმის შესახებ ბიზნესი კომენტარს არ აკეთებს, სპეციალისტებს კი ამ ამბავმა ლაზიკას პროექტი შეახსენა. ისინი ღიად აცხადებენ, რომ გონიო ვერ გახდება „აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“, როგორც ეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარმოუდგენია.


ბიზნესის სამართლის ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება წინასაარჩევნოდ გამიზნული პოპულისტური ნაბიჯია, რომელსაც განხორციელების შანსი ნაკლებად აქვს.


„ემოციური ნათქვამია, რომლის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ. მეეჭვება, ბიზნესმაც სერიოზულად აღიქვას ეს ფაქტი. ჩვენ გვახსოვს, რომ ანალოგიური განცხადება გაკეთდა წლების წინ მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც, ლაზიკასთან დაკავშირებით. ამიტომ, როდესაც არ არსებობს არანაირი წინაპირობა, მსგავსი განცხადების გაკეთება უმაღლესი რანგის პოლიტიკური მოხელის მხრიდან არასერიოზული და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საზიანოა“, - აცხადებს ჩარგეიშვილი.


მისი თქმით, გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე მშენებლობაზე საუბარი იმ ფონზე, როცა ბათუმისა და სხვა ზღვისპირა ქალაქების ინფრასტრქუტურა მოშლილია, უხერხულიცაა, ამიტომ სჯობს, არსებულ პრობლემას მიეხედოს და მერე იფიქრონ ახალი ქალაქის მშენებლობაზე.


„ზღვისპირა ქალაქების დიდ ნაწილში ინფრასტრუქტურული პრობლემებია. მაგალითისთვის, ბათუმი, ათეული წლების განმავლობაში, მუდმივად განიცდის წყალარინებისა და წყალსაკომუნიკაციო დეფიციტს და პრობლემას. ასეთივე მდგომარეობაა ფოთშიც. შესაბამისად, ის, რომ გონიოში რაღაც გააკეთო, უხერხულია, როცა არსებული საკურორტო ქალაქებია მისახედი“, - დასძენს ჩარგეიშვილი.



პრემიერის განცხადება ანალიტიკოსის კრიტიკას იწვევს იმ მხრივაც, რომ მან წაახალისა სათამაშო ბიზნესი, რომელიც ისედაც კრიტიკის ობიექტია ქვეყანაში. მისივე თქმით, „მოსახლეობის გაღარიბების პროცესში ამ დარგს,  შეიძლება ითქვას, „ლომის წილი“ მიუძღვის“.


„ის, რომ გონიოში რუსული პოლიგონი იყო და 300 ჰა მიწა არსებობს, მაინც და მაინც არ ნიშნავს, ისეთი მიმართულებას გაუხსნა გზა, რომელიც დიდი ნდობით არ სარგებლობს. წლებია, კაზინოებისგან მოსახლეობა ფაქტობრივად გაღარიბდა. აამ ბიზნესთან მიმართებაში სერიოზული კითხვის ნიშნებია, ასევე საუბარია რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის პარალელურად, კეთდება ისეთი განცხადება, რაც კაზინოების ბიზნესს ახალისებს.  რაც შეხება ბანკებს, არც ეს სექტორი გამოირჩევა პოზიტიური განწყობით მომხმარებლის მხრიდან, ბევრი რამ ვერ გათვალა პრემიერმა, როცა ამ განცხადებას აკეთებდა, რადგან ემოციურ მდგომარეობაში იყო. ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რაც გვაფიქრებინებს, რომ გონიო აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გახდება, საკმაოდ ხმამარალი და ამბიციური ნათქვამია“, -  აცხადებს აკაკი ჩარგეიშვილი ,,კომერსანტთან“.

 

ცნობისთვის, საქართელოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით და  ბანკებით.


მთავრობის მეთაურის თქმით, კონცეფციაზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება.


„გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალიზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში“,  განაცხადა ღარიბაშვილმა.


„კომერსანტი“ დაუკავშირდა ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც პრემიერის ნათქვამის ადრესატები არიან, თუმცა არც ერთმა მათგანმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ბანკებში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსის ზეპირ განცხადებას ვერ გამოეხმაურებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით არც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები რეაგირებენ.

 

 მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up