რამდენად იყენებენ სასტუმროები ენერგოეფექტურ მიდგომებს -  Georgian Environmental Outlook-ის კვლევის შედეგები

რამდენად იყენებენ სასტუმროები ენერგოეფექტურ მიდგომებს - Georgian Environmental Outlook-ის კვლევის შედეგები

access_time2023-01-18 18:00:27

არასამთავრობო ორგანიზაციამ Georgian Environmental Outlook (GEO) პროექტის   „მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელების დაჩქარება ტურიზმის სექტორში“ ფარგლებში მცირე ზომის სასტუმროებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება გამოიკვლია.



კვლევის მიზანი იყო, დაედგინა, რა ინფორმაცია აქვთ სასტუმროების მენეჯერებსა და მფლობელებს ენერგოეფექტური მიდგომების შესახებ, რამდენად იყენებენ მათ, სამომავლოდ რამდენად გამოიყენებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და სურთ თუ არა ამ მხრივ მეტი ინფორმაციის მიღება. აღნიშნული კვლევა პირველი ეტაპია პროექტისა, რომელიც 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის სატუმროებში ენერგოეფექტური მიდგომების დანერგვასა და გავრცელების ხელშეწყობას.
კვლევა საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში - სტეფანწმინდის, მცხეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში - სულ 26 სასტუმროში ჩატარდა და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.



კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:



გამოკითხული სასტუმროების უმეტესობა ნაწილობრივ ინფორმირებულია ენერგოეფეტურობის ღონისძიებების შესახებ. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით მეტი ინფორმაციისადმი ინტერესი არსებობს.



ყველაზე გავრცელებული ენერგოეფექტური ღონისძიებები რომელიც გამოკითხულ სასტუმროებში ჩატარებულა, ენერგოეფექტური ნათურების მონტაჟი და დათბუნებაა (თერმოიზოლაცია). თერმოიზოლაციის მეთოდი პოპულარულია სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში ახალაშენებულ სასტუმროებში. მას მხოლოდ ნაწილობრივ მიმართავენ აჭარის ზღვისპირეთის სასტუმროებში.




რაც შეეხება მზის წყლის გამაცხელებლებს, მათ გამოკითხული ყველა მუნიციპალიტეის სასტუმროებში იშვიათად მიმართავენ.



თუმცა, ამავე სასტუმროებში მაღალია ინტერესი მზის პანელებისა და მზის წყლის გამაცხელებლებისადმი. ასევე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღებისადმი.




სასტუმროებში ენერგოეფექტური პროექტებისადმი ინტერესის ძირითადი მიზეზი ხარჯების ეკონომიაა. თუმცა, ზიგიერთ სასტუმროს დამატებითი მოტივაციაც აქვს: გარემოს დაცვა, ან ეკომეგობრული სასტუმროს სტატუსის მიღება.



კვლევის ფარგლებში გამოკითხული სასტუმროების მფლობელებმა გამოხატეს ინტერესი, მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ, თუ ეს მათ ბიზნესს გამოადგება.



სასტუმროებისთვის ენერგოეფექტურობის შესახებ ინფორმაციის წყაროებია: ძირითადად, სატელევიზიო და ონლაინ მედია. ზოგ შემთხვევაში კი დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქტივობები, რომლის შედეგადაც, გამოკითხულებს უფრო ღრმა ცოდნა აქვთ აღნიშნულ თემაზე; თუმცა, 26 გამოკითულიდან, ასეთი მხოლოდ 5 სასტუმროს წარმომადგენელი იყო.



ზოგ შემთხვევაში, სასტუმროების მფლობელებმა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია შრომითი მიგრაციის დროს, საზღვარგარეთ მუშაობისას, ძირითადად, თურქეთიდან მიიღეს. გამოკითხულ სასტუმროებში ინფორმაციას იღებენ სომხეთიდანაც, სადაც მზის გამათბობლებს იყენებენ.



კვლევის შედეგების გათვალისწინებით, პროექტის შემდეგი ეტაპებია: სასტუმროებისათვის პრიორიტეტული ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ბაზრის კვლევა და ამ ტექნოლოგიების კატალოგის შემუშავება. კატალოგზე მუშაობის დასრულება 2023 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up