რა შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენით?

რა შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენით?

access_time2022-04-03 12:00:58

პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა სურსათით თვითუზრუნველყოფის აუცილებლობა დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. წარმოებისა და მოწოდების ჯაჭვების რღვევამ გლობალური კონკურენცია შეამცირა. ამ ფონზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს ფასებისა და თამაშის წესების კარნახის შესაძლებლობა აქვთ კვოტების, იმპორტზე გადასახადებისა და სუბსიდირების მექანიზმებით. მიწოდებაში შეფერხების დროს ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება იწყება – ჩანაცვლება შესაძლებელია, თუმცა, გაცილებით ძვირად.

მსოფლიო რომ შესაძლოა, გლობალური შიმშილის კატასტროფის წინაშე დადგეს, ამის შესახებ არაერთი განცხადება ისმის. გვაფრთხილებს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეშიც.

საქართველოში დედამიწაზე არსებული თითქმის ყველა კლიმატური ზონა გვხვდება – გვაქვს ნიადაგის რამდენიმე ათეული ტიპი და ქვეტიპი და, შესაბამისად, მრავალფეროვანი აგროპოტენციალი. ამის მიუხედავად, ქვეყნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები არასახარბიელოა.

ქვეყნის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, 2020 წლის მონაცემები

  • ხორბალი – 15%
  • სიმინდი – 68%
  • კარტოფილი – 92%
  • ბოსტნეული – 63%
  • ყურძენი – 145%
  • ხორცი – 49%
  • რძე და რძის პროდუქტები – 81%
  • კვერცხი – 97%

  წყარო: საქსტატი

მონაცემები ცხადყოფს, რომ არსებობს სივრცე აგროწარმოების ბაზრისთვის. ბოლო ათწლეულში საქართველოში აგროსექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც ჩაიდო, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. თუმცა, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ძირითადად საექსპორტო პროდუქციაა (ყურძენი, თხილი, მოცვი…). ამას საგარეო ვაჭრობის მონაცემებიც ცხადყოფს. 2012-21 წლებში აგროსურსათის კალათაში უარყოფითი სალდო 3.6-ჯერ არის შემცირებული –  $753 მილიონიდან $207 მილიონამდე. იმპორტის მოცულობა კვლავ $1.2-1.3 მილიარდის ფარგლებშია, აგროექსპორტის მოცულობა ამავე პერიოდში $511 მილიონიდან $1.14 მილიარდამდე გაიზარდა. 

რა არ უნდა ვაწარმოოთ?

„საკითხის ისე დასმა, თუ რისი წარმოება არ უნდა მოხდეს საქართველოში, არასწორია. უნდა მოვიყვანოთ ყველაფერი, რის შესაძლებლობასაც კლიმატური პირობები მოგვცემს. სასურსათო უსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რაშიც ადგილობრივი წარმოება, იმპორტიც და ექსპორტიც ჩართული უნდა იყოს. არ შეიძლება, რომელიმეზე უარი თქვა, ან ხელოვნურად შეზღუდო“, – ამბობს Business Feed-თან საუბრისას აგრობიზნესის სპეციალისტი ვალერი ამირანაშვილი.

მისი თქმით, საკუთარი წარმოების მნიშვნელობა გაზრდილია მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს სექტორის მუდმივი სუბსიდირების გარეშე. 

რა გამოწვევები აქვს აგროსექტორს?

 ეფექტიანი წარმოებისთვის დასაძლევია რამდენიმე გამოწვევა, როგორებიცაა: 

  • დანაწევრებული მიწები
  • გაუმართავი ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები
  • თანამედროვე ტექნიკის კრიტიკული ნაკლებობა
  • საირიგაციო წყალზე ხელმისაწვდომობა და რაციონალური მართვა
  • ცოდნა და ტექნოლოგიები
  • შემნახველი და პირველადი დამუშავების ცენტრები
  • ლოგისტიკური ცენტრები

საქართველოში აგროსექტორი წლებია, ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. მთავარი შეცდომა მიმბაძველობა და პროცესების არასწორი მართვაა. მაგალითად, თუ ერთ წელს რომელიმე პროდუქტზე მაღალი ფასია და კარგად იყიდება, მეორე წელს ყველა ფერმერი ამ პროდუქტის მოყვანას იწყებს. ჭარბი მიწოდების ფონზე ფასი ისე ეცემა, რომ ხშირად ფერმერები თვითღირებულებასაც ვერ იღებენ. ასეთი „რჩეული პოპულარული პროდუქტები“ ბაზარზე ყოველ წელს გვხვდება.


რატომ ვერ მოჰყავს ქართველ ფერმერს პომიდორი, რომელიც თურქულ პომიდორს კონკურენციას გაუწევს? – ახალი სათბურების აშენების ფონზეც კი ისევ აქტუალურია კითხვა.

„ტენდენცია გვაჩვენებს, რომ საშუალო ზომის სათბურში კიტრისა და პომიდვრის მოყვანა არამომგებიანია. ბოსტნეულის იმპორტი ძირითადად შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში მოდის. იმ პერიოდში, როდესაც ღია გრუნტში ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია, სათბურში გათბობაა საჭირო. ენერგორესურსების სიძვირის გამო, ჩვენი ბოსტნეულის თვითღირებულებაში 70% გათბობის ხარჯზე მოდის. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან თურქეთში ანტალიის რეგიონში, სათბურს გათბობა სულ არ სჭირდება. შედეგად, ტრანსპორტირების მიუხედავად, თურქული ბოსტნეული ქართულზე 2-ჯერ იაფია. ნიშა, რაც ქართულმა ბოსტნეულმა უნდა მოძებნოს, არის მაღალი გემოვნური თვისებების ბოსტნეულის წარმოება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი გარდაუვალია იმპორტი“, – განმარტავს ვალერი ამირანაშვილი.

ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა კარტოფილი, სადაც თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 92%-ია და ექსპორტზე რეკორდული მოცულობაც გავიდა.

„აქაც ძალიან საინტერესო რამე ხდება. კარტოფილის აღებისას მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადის მეზობელ ქვეყნებში. შემდეგ თვეებში სხვა ქვეყნებიდან (თურქეთი, ეგვიპტე) ვახდენთ იმპორტს უფრო ძვირად, ვიდრე ჩვენი კარტოფილის საექსპორტო ფასი იყო. ეს აჩვენებს, რომ ფერმერებს არ აქვთ შესაძლებლობა და ტექნიკური ბაზა, კარტოფილი შეინახონ და უფრო ძვირად გაყიდონ შესაბამის სეზონზე – აქაც შუალედური რგოლის პრობლემაა“,  ამბობს ვალერი ამირანაშვილი.

ხილისა და ბოსტნეულის წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვში შუალედური რგოლი  გადამუშავება/ შენახვა ყველაზე სუსტია. ამ მარტივ მაგალითებზე ჩანს, რომ ბოსტნეულის დიდი ნაწილის იმპორტის ჩანაცვლება და არასეზონურ პერიოდში ფასებით კონკურენცია შეუძლებელია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დიდი ზომის სათბურები, პირველადი დამუშავება და სამაცივრე მეურნეობები. არის ერთი ფაქტორიც  მოსავლის სწორად მართვა. თუ ქვეყანა წლიური მოხმარების დიდ ნაწილს მხოლოდ სეზონზე აწარმოებს და არ მოხდება მისი შენახვა-გადამუშავება, ფასი ამ პერიოდში იქნება მინიმალური. უკვე მომავალ თვეებში შესაძლოა, იმპორტი გახდეს საჭირო 5-ჯერ მაღალ ფასად.

რა არის საქართველოს კონკურენტული უპირატესობა?

საქართველოს კონკურენტული უპირატესობა წყლის რესურსია. საირიგაციო წყალი, რომელიც ფაქტობრივად უფასოა და 1 ჰექტარზე შეუზღუდავი წვდომით 75 ლარი ღირს. შედარებისთვის, ესპანეთში ანალოგიური რაოდენობის წყლის ღირებულება 1500-1800 ევროს ფარგლებშია. ანუ წარმოების დაწყებით პროცესშივე გვაქვს მინიმუმ 1500 ევროს უპირატესობა 1 ჰექტარზე, რომელსაც გამოყენება უნდა.

მაგრამ აქაც გვაქვს გამოწვევა  საირიგაციო წყალზე ხელმისაწვდომობა და სწორად მართვა.

კიდევ ერთ გამოწვევად ვალერი ამირანაშვილი დაბალ მწარმოებლურობას ასახელებს:

 „რა განაპირობებს დაბალ მწარმოებლურობას, – რიტორიკული კითხვა აღარ არის და ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეიძლება, – ეს არის ტექნოლოგიები და აგრონომიული ცოდნა. პროფესიონალი აგრონომების, ტექნოლოგებისა და აგროინჟინრების უდიდესი დეფიციტი გვაქვს შრომით ბაზარზე. საკადრო დეფიციტის გამო, ტექნოლოგიებიც არ ინერგება, რადგან ყველა ტექნოლოგია არის ხელსაწყო, რომელიც პროფესიონალმა აგრონომმა უნდა გამოიყენოს. არ იქნება სპეციალისტი, არ იქნება ტექნოლოგია“.

ის მიიჩნევს, რომ ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, სწორი ირიგაციით შესაძლებელია 1 ჰექტარზე მეტი მოსავლის მიღება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას შეამცირებს და კონკურენტული გახდება.

პრობლემები სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში იდენტურია – ვერ ხდება მასშტაბის ეკონომიის მიღწევა. მიწების ფრაგმენტულობა და მცირე წარმოება ფერმერებს სარეალიზაციო ბაზრებთან წვდომას ურთულებს.

„რა არის ამ მდგომარეობიდან გამოსავალი?! ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის სწორედ კოოპერაცია, მინიმუმ რეალიზაციის საკითხში. ჩვენი მსგავსი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ე.წ. farm contracting-ის პრინციპით მოქმედება ( წინასწარი ხელშეკრულება დისტრიბუტორთან). რაც უფრო სწრაფად გადავალთ ამ პრინციპებზე, უფრო სწრაფად დალაგდება ბაზარიც. არც ჭარბი პროდუქცია გვექნება და მწარმოებლურობაც გაიზრდება. ბუნებრივია, კოოპერაციაც და ე.წ. farm contracting-ის პრინციპზე გადასვლა დროს მოითხოვს. იქნება პრობლემებიც, მაგრამ ამას ალტერნატივა არ აქვს, – ამბობს ვალერი ამირანაშვილი.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up