რა შეიცვალება სამსახურები რომ 7 საათზე დაიწყოს?

რა შეიცვალება სამსახურები რომ 7 საათზე დაიწყოს?

access_time2022-10-16 14:00:14

რა მოხდება თუ კომპანიების ნაწილი სამუშაოს დილის 6-ზე ან ვთქვათ 7 საათზე დაიწყებს? ბევრი ქვეყანა სწორედ ასე ადრე იღვიძებს. ამით ხალხს მეტი დრო რჩება დასვენების, ოჯახისთვის და ქალაქებს ხერგილებისგან განტვირთვაში ეხმარება.

„სამუშაო დღე მთელ ქვეყანაში 8 საათზე წაიყოს და 16 საათზე დამთავრდეს“, - ასეთი იდეა ჰქონდა „რესტორატორთა ასოციაციის” დამფუძნებელს შოთა ბურჯანაძეს 2021 წელს. თუკი საქართველო ორის საათით ადრე გაიღვიძებდა ეს ხალხსაც წაადგებოდა და ქვეყნის ეკონომიკასაც - ამტკიცებდა რესტორატორი.

ასეთივე ინიციატივები ჰქონდათ სხვებსაც და არამარტო საქართველოში. ივლისში სომხეთის დედაქალაქის მერმა, ჰრაჩია სარქისიანმა გადაწყვიტა, რომ ერევანმა ადრე უნდა გაიღვიძოს და ამისთვის „უკიდურეს ზომებსაც“ მიმართა.

„ამიერიდან მუსიკას, რომელიც ჩვენ ერევნის მერიის საათიდან გვესმის, ერთდროულად დედაქალაქის 12-ვე ადმინისტრაციულ რაიონში დილის 7 საათზე გაიგონებენ“, - თქვა მან. ახლა ერევნის მერიასა და სომხეთის სხვა მუნიციპალიტეტებში დილის 7 საათზე ჰიმნს უკრავენ.

მაინც რა იცვლება, როცა სამსახური არა 10 საათზე, არამედ 2-3 საათით ადრე იწყება?

ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი რომელიც გერმანულენოვანი ქვეყნების (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) გამოცდილებას სწავლობდა, ამბობს, რომ ასე ოჯახისთვის და დასვენებისთვის მეტი დრო რჩება.

„ჩვენთან ადამიანი მუშაობას იწყებს ათ საათზე, ბრუნდება რვის ნახევარზე, რადგან თბილისში სახლში დროულად ვერც მიაღწევ. შეჭამს, დაწვება და დაიძინებს. გერმანიაში ექვს საათზე იწყება სამუშაო დღე. 14-15 საათზე უკვე სახლში არიან და მთელი საღამო წინ აქვთ. ძირითადად ქუჩაში სეირნობენ ოჯახთან ერთად. ამას მოჰყვება ისიც, რომ ვიღაცა მზესუმზირას გაყიდის, ვიღაცა მოხალულ წაბლს (ძალიან პოპულარულია ევროპაში), ვიღაც ნამცხვარს გამოაცხობს და იმას გაყიდის და დამატებითი შემოსავალი ექნება“, - ირაკლი როსტომაშივილი ამბობს, რომ სამუშაო საათების გადაწევა ქვეყნის ეკონომიკაზეც მოქმედებს, - „არ შეიძლება დაქცეულ ქვეყანაში მუნიციპალური სტრუქტურები 10 საათზე იწყებდნენ მუშაობას. მე თუ მაქვს დეველოპერული კომპანია და სახელმწიფო სამსახურები 6 საათზე გაიღება, მეც მასზე ავეწყობი. მაგრამ ჩვენთან ეს რომ შემოიტანონ, იტყვიან, ძილის უფლებასაც აღარ გვაძლევენო“.

კიდევ ერთი ფაქტორი - თბილისის ქუჩებში დილის და საღამოს საათებში მუდმივი ხერგილებია. სამსახურში ყველა ერთი და იგივე დროს დადის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ თუ კომპანიების ნაწილი მუშაობას ადრე დაიწყებს, ეს ქუჩების განტვირთვასაც შეეშველება.


„განტვირთვაზე ყველაფერი მოქმედებს“, - ამბობს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი გელა კვაშილავა, - „თბილისში ძირითადი ტრანსპორტი მანქანაა, თან ამ მანქანებში უმეტესად ერთი კაცი ზის... სამუშაო საათების გადაწევასაც აქვს აზრი, განსაკუთრებით დიდ ოფისებში. ამაში თავად კომპანიებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, მით უფრო, თუ თანამშრომელი სამსახურში დროზე ვერ მოდის...“

2022 წლის მონაცემებით, ადამიანები მსოფლიოში საშუალოდ 6:00 - 9:00 საათამდე იღვიძებენ. ეს ხშირად ამა თუ იმ ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ცხოვრების წესსა თუ კულტურაზეა დამოკიდებული. ყველაზე ადრე იღვიძებს სამხრეთ აფრიკა - 6:24 სთ. ტოროლების რიგში არიან კოსტა რიკა და კოლუმბიაც. ევროპა და აზიის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა 7 საათისთვის იღვიძებს. ყველაზე გვიან კი საბერძნეთი და საუდის არაბეთი „დგება“ - 8:30 საათზე.

ეს საშუალო მაჩვენებელია, სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი გაცილებით ადრეც ახერხებს ადგომას, მაგალითად ამერიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი დილას 4 საათზე იწყებს, რაც თითქმის წარმოუდგენელია ესპანელებისთვის. ესპანეთში ამ დროისთვის ბევრი ჯერ მხოლოდ დასაძინებლად ემზადება.

კვლევებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიამ „ეისითი“ 2018 წელს ჩაატარა კვლევა თუ რომელ საათზე იღვიძებს თბილსის მოსახლეობა. გაირკვა, რომ 41% იღვიძებს 06:00- 08:00 საათებში, 39% - 08:00 -10:00 საათებში, ხოლო 9% - 10:00 -12:00 დროის პერიოდში. მოსახლეობის ყველაზე მცირე ნაწილი (4%) იღვიძებს 12:00 საათზე ან უფრო გვიან. ასევე ცონტანი არიან (6%) ისინიც, ვინც 06:00 საათზე ან უფრო ადრე დგებიან.

გარემოდამცველი კახა ბახტაძე იხსენებს, წლების წინ როგორ სცადეს ორგანიზაციაში სამუშაო საათები დილისკენ გადაეწიათ. მცდელობა მცდელობად დარჩა, რადგან თანამშრომლების ნაწილს ბავშვები სკოლაში ჰყავდა მისაყვანი.

„გვინდოდა 7-8 საათზე დაგვეწყო, მაგრამ 9 საათზეც კი ვერ მოდიოდნენ სამსახურში, რადგან მანამდე ბავშვი უნდა მიეყვანათ სკოლაში. ლოჯისტიკურმა პრობლემებმაც იჩინა თავი, აღმოჩნდა, რომ ისეთი თანამშრომლები, როგორიცაა, მაგალითად, ოფისს-მენეჯერი მთელი დღე სამსახურში უნდა ყოფილიყო, ან ორი ადამიანი უნდა აგვეყვანა ამ ადგილას“, - ამბობს კახა ბახტაძე და მიიჩნევს, რომ დღეს გაცილებით მოსახერხებელია, თანამშრომელი დისტანციურად მუშაობდეს ან შედარებით თავისუფალი გრაფიკი ჰქონდეს, - „სკოლას არის მორგებული დღეს ბევრი და ამის თქმა, რომ გინდა თუ არა 7 საათზე დაიწყე მუშაობა, არ გამოვა. ამას ჯობს… მიიყვანოს ბავშვი 9 საათზე სკოლაში, მოვიდეს სამსახურში და თუნდაც შუაღამისას გააკეთეოს თავისი საქმე“.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ევროპაში სკოლა რვა საათზე, რვის ნახევარზე და ზოგან უფრო ადრეც იწყება.

„ამაზეც შეიძლება ფიქრი, სკოლამ რომ ერთი საათით ადრე გადაინაცვლოს. ცოტა ამოისუნთქავს ქალაქი, მაგრამ როდესაც ამდენი მანქანაა და გაჩერებებზეც საზოგადოებრივ ტრანსპორტს დიდხანს ელოდები... არ ვიცი რა უნდა შეიცვალოს, რომ ამას ეშველოს. იმ ქვეყნებში სადაც ხერგილები არ არის, იქ უბრალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია გამართული“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი მანანა ხარხელი, რომელიც დროის მენეჯმენტზე მუშაობს ამბობს, რომ მსგავსი ცვლილება თანამშრომლებთან შეთანხმებით უნდა ხდებოდეს. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ადამიანი ბუნებით „ბუა“ და ზოგი - „ტოროლა“.

„როგორც აუცილებლობა რომ შემოიღო სწორი არ იქნება. „ტოროლებს“ ურჩევნიათ რთული საქმეები დილით გააკეთონ, ამ დროს უფრო ენერგიულები და მიზანდასახულები არიან. მაგრამ არიან „ბუები“, რომელებიც ერთხელ და ორჯერ შეიძლება გააღვიძო, მაგრამ თუ მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ამყოფებ, ნერვულ აშლილობამდე მივლენ. შეიძლება ორგანიზაციამ თავად სცადოს, გადააწყოს ისე, რომ ნაწილმა ადრე დაიწყოს (მაგალითად 8 საათზე) და დაამთავროს მუშაობა, მეორე ნაწილმა კი გვიან (მაგალითად 13-14 საათზე)“, - ამბობს მანანა ხარხელი. მისი აზრით, ამ მხრივ თუნდაც ექსპერიმენტის ჩატარება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, - „რამდენიმე წარმატებულმა კომპანიამ რომ დანერგოს და ნახოს რა შედეგეზე გავლენ, ამაზე უკეთეს ვრაფერს გააკეთებენ“.

Radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up