რა შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია „მარსს“

რა შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია „მარსს“

access_time2022-10-17 17:30:55

გასულ წელს, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიას შორის კი 6 აზარტული თამაშების საქმიანობითაა დაკავებული. საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორისაა შპს „მარსიც“.


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი იყო 2021 წელი კომპანიისთვის. reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, „მარსს“ მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც.


შარშან კომპანიამ 453,559 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს 363,292 მლნ ლარი). „მარსის“ წმინდა მოგება კი 2021 წელს 196,133 მლნ ლარი იყო, ეს 19.07 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 177,063 მილიონი ლარი შეადგინა.


ამასთან, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიის ჯამური აქტივები 86,398 მილიონ ლარს შეადგენდა (2020 წელს 167,964 მილიონი ლარი).



ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:


შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 350,730 მილიონი ლარი (2020 წელს 270,597 მილიონი ლარი)
შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 80,300 მილიონი ლარი (2020 წელს კი 70,320 ლარი)
წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 9,388 მილიონი ლარი, (2020 წელს - 11,251 მილიონი ლარი)
სხვა შემოსავალი (კლიენტებთან გარიგების) - 13,141 მილიონი ლარი (2020 წელს კი 11,124 მილიონი ლარი).
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს “მარსის” სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯები 35,280 მილიონი ლარი იყო, ხოლო დასაქმებულებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება - 17,286 მლნ ლარი.


ცნობისთვის, შპს მარსის 100% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯიას ეკუთვნის. მმართველი ორგანო კი პარტნიორთა კრებაა. დირექტორთა საბჭო თავმჯდომარე გერმანიის მოქალაქე სტეფან იულიუს ჰეილმანია. წევრები, კობა გიგლემიანი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ობდულიო ბაკარეზე და რობერტ გრანტ ჰოსკინი.


წყარო: bpn.ge




თეგები:
მარსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up