რა შემოსავალი მიიღო „აჭარაბეთმა“?

რა შემოსავალი მიიღო „აჭარაბეთმა“?

access_time2022-10-12 09:30:16

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიას შორის კი 6 აზარტული თამაშებისაა. საქსტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებს შორისაა შპს „ავიატორიც“ („აჭარაბეთი“).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი იყო 2021 წელი „აჭარაბეთისთვის“. reportal.ge-ზე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ჩანს, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, კომპანიას მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც.

შარშან კომპანიამ 381,255 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო (2020 წელს 267,974 მლნ ლარი). „ავიატორის“ წმინდა მოგება კი 2021 წელს 147,134 მლნ ლარი იყო, ეს 62,283 მლნ ლარით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 84,851 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან, ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წელს „ავიატორის“ (“აჭარაბეთის”) წმინდა მოგების მარჟა 39% იყო.

2021 წლის საანგარიშო პერიოდში, კომპანიის ჯამური აქტივები 83,159 მილიონ ლარს შეადგენდა (2020 წელს 66,472 მილიონი ლარი).

ამავე ანგარიშგების მიხედვით, შპს ავიატორმა 2021 წლისთვის ბიუჯეტში 40.9 მილიონი ლარი შეიტანა.

ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს კომპანიის 267,974-მილიონიანი შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 309,369 მილიონი ლარი (2020 წელს 238,444 მილიონი ლარი)
შემოსავალი სამორინედან - არ ჰქონია (2020 წელს კი 1,053 მილიონი ლარი)
შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 32,478 მილიონი ლარი (2020 წელს კი 1,853 ლარი)
წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 24,273 მილიონი ლარი, (2020 წელს - 16,432 მილიონი ლარი)
სხვა შემოსავალი (კლიენტებთან გარიგების) - 13,629 მილიონი ლარი (2020 წელს კი 10,679 მილიონი ლარი).
ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს “აჭარაბეთში” დასაქმებულთა სახელფასო ხარჯებმა 43,284 მილიონი ლარი შეადგინა.

კომპანიის მარკეტინგული ხარჯები 2021 წელს 34,191 მილიონი ლარი იყო, მათ შორის 14,355 მილიონი ლარი უშუალოდ სარეკლამო ხარჯი იყო, 1,545 მილიონი ლარი კი სხვადასხვა სახის წამახალისებელი გათამაშების.

შპს ავიატორი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2014 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა, რომლის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ატლას ჰოლდინგი" ფლობს. ამ უკანასკნელის სამთვალყურეო საბჭო კი შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯერემი პიტერ ჯექსონია. თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ უგულავა. წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დანიელ მარკ ტეილორი და რობერტ ქოლდრეიკი. ასევე ივანე თარხნიშვილი. დირექტორი კი, აზერ მამმადოვი.

2021 წლის ბოლოს შპს "ავიატორში" საშუალოდ დასაქმებული იყო 702 ადამიანი.

წყარო: bpn.ge

თეგები:
აჭარაბეთი

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...

მსგავსი სიახლეები

up