უკვე რამდენიმე წელია რაც მეტეოროლოგი ჰიროკი იტო იაპონიაში საკურას ყვავილობის სავარაუდო თარიღს პროგნოზირებენ, საკურას ყვავილობის სწორი დროის წინასწარ განსაზღვრა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ამ ტრადიციას იაპონელები წარმატებით იყენებენ. Bloomberg - ის ინფორმაციით 2023 წელს საკურას ყვავილობა იაპონიას 4.7 მილიარდ დოლარს მოუტანს.
მეტეოროლოგი ჰიროკი იტო საკურას ყვავილობაზე პროგნოზს წლის დასაწყისში აკეთებს, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე ცვლის, 2023 წლის დასაწყისში მეტეოროლოგი ვარაუდობდა, რომ საკურას ყვავილობა 22 მარტს დაიწყებოდა, თუმცა უჩვეულოდ თბილი ამინდების გამო საკურას ყვავილობა 15 მარტს დაიწყო.
იაპონიის ამინდის ასოციაცია საკურას ყვავილობის პროგნოზისთვის თანხას არ გამოიმუშავებს, თუმცა ის იპყრობს მასმედიის ყურადღებას , რაც კორპორარიულ ბიზნესზე დადებითად აისახება.
”ალუბლის ყვავილობის პროგნოზირების შესახებ ინფორმაციის საჭიროება ძალიან მაღალია, არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ შემომავალი ვიზიტორებისთვისაც”, - თქვა მან.