რა შემთხვევაში დადგება ქვეყნიდან კაპიტალის გატანის რისკი - დეველოპერული სექტორის 2021 წელი

რა შემთხვევაში დადგება ქვეყნიდან კაპიტალის გატანის რისკი - დეველოპერული სექტორის 2021 წელი

access_time2021-12-21 20:00:00

“საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2021 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ ეს წელი წინა ორი წლისგან განსხვავებით პოზიტიური იყო.



„საქართველოში უძრავ ქონებაზე, ბინასა და უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა, საზოგადოებაში მისი შეძენის შესაძლებლობა არ არსებობს. 2019 წელს ეროვნული ბანკის გაუაზრებელმა ნაბიჯმა ქვეყანაში იპოთეკური სესხების გაცემა შეაფერხა,2020 წელს ე.წ ლოქდაუნის გამო ყველაფერი ჩაკეტილი იყო,ტრანსპორტი არ მუშაობდა, გაჩერებული იყო მშენებლობები, შესაბამისად,დაინტერესებული პირები ვერ ყიდულობდნენ უძრავ ქონებას. სწორედ ეს სურვილი რეალიზდა 2021 წელს, შესაბამისად, გაყიდვები გააქტიურდა,“-აცხადებს როსტომაშვილი.



„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მოლიდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქართული ეკონომიკის შანსი უცხოური ინვესტიციებია. შესაბამისად, თუ 2022 წელს სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში არ შემოვიდა უცხოური კაპიტალი, ქვეყანა ძალიან ცუდი რეალობის წინაშე დადგება. როსტომაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა დადგეს კაპიტალის ქვეყნის ფარგლებს გატანის რისკიც.




სამწუხაროდ, 2021 წელს ჩვენს სფეროში უცხოური ინვესტიციები არ შემოსულა. თუმცა, ამას მხოლოდ კომპანიების აქტივობა არ შველის. ამას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან აქტიური როლი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქვეყანაში სტაბილური პოლიტიკაა. როდესაც რომელიმე ქვეყნის ინვესტორი საქართველოში ფულის ჩადებით ინტერესდება,ურეკავს თავისი ქვეყნის საელჩოს, ეკონომიკურ ატაშეს და აზრს ეკითხება.



ჩვენს შემთხვევაში პირველივე ზარის შემდეგ წყდება ხოლმე ინვესტიციაზე ფიქრი. როგორ გგონიათ, ელჩი თუ ეკონომიკური ატაშე არ ეუბნება, რომ აქ სასამართლო არ არის? როდესაც ინვესტორები მოდიან, მაშინ ვალუტა შემოდის და ლარი მყარდება. ახლა ჩვენი ლარი დამოკიდებულია ჩვენს ემიგრანტებზე, ევროპაში ოჯახს რომ უვლიან და ფულს აგზავიან ზუსტად მათზე, ამ დონეზე ვართ“-აცხადებს როსტომაშვილი.



TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, ნოემბრის თვეში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და 2019 წელთან შედარებით, 34% შეადგინა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 2021 წლის მესამე კვარტალში მხოლოდ 299 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდ. 1.4%-იანი ზრდა კი, საქსტატის ახსნით ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.



ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 87.1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.1%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 69.3 მლნ დოლარით (23.2%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 54.8 მლნ დოლარით (18.3%).



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up