დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი ირწმუნება, რომ არ სჯერა უკრაინასთან ომის პერიოდში, მისი ქვეყანა რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ იარაღს რუსეთი გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება.
ელჩმა უარყო, რომ რუსეთის ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა და ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ფაბრიკაცია უწოდა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"