რა შემთხვევაში შეძლებენ მომხმარებლები ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნებას

რა შემთხვევაში შეძლებენ მომხმარებლები ონლაინ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნებას

access_time2022-11-01 22:00:00

საქართველოში უკვე ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია 14 დღის ვადაში დაიბრუნოს ნივთი, რომლითაც მომხმარებელი უკმაყოფილოა.


მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება კონკურენციის სააგენტომ უკვე დაიწყო. თუმცა, არის რიგი საკითხები, რა შემთხვევაშიც, ონლაინ მოვაჭრეს აქვს უფლება ნივთი არ დაიბრუნოს.


როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, პროდუქტი არ უნდა იყოს მალფუჭებადი, ან სპეციალური შენახვის ვადის მქონე. ამასთან, მოხმარების კვალი არ უნდა ეტყობოდეს და ნივთის ღირებულება 30 ლარს უნდა აღემატებოდეს.


„კანონში გაწერილია უპირობო დაბრუნების ვადა, თუ ეს პროდუქტი არ არის გამონაკლისი. უნდა იყოს 30 ლარზე მეტი ღირებულების, არ უნდა იყოს სპეციალური შენახვის მქონე პროდუქტი, მაგალითად, მედიკამენტი, ბავშვთა კვება, ან მალფუჭებადი პროდუქცია, პირობითად არაჟანი, რომელიც გამოვიწერე მაღაზიიდან.



სხვა დანარჩენ შემთხვევაში, უკვე მოქმედებს 14-დღიანი უპირობო დაბრუნების ვადა, მაგრამ ეს არ არის აბსოლუტური პირობა. თუ პროდუქტს მოხმარების კვალი ექნება... სწორედ ესაა, რაც ონლაინ მოვაჭრე კომპანიამ ზუსტად უნდა განუმარტოს მოქალაქეს, მაგალითად, ვიყიდე მაცივარი, სარეცხის მანქანა, 12 დღე მოვიხმარე და მე-13 დღეს მინდა, დავაბრუნო, ეს ვერ იქნება პროდუქციის თავდაპირველი ფორმით უკან დაბრუნება. ასეთ დროს, მოვაჭრეს შეუძლია არც დაიბრუნოს, ან დაიბრუნოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩავრთე, არ ჩაირთო, ან ისე არ მუშაობს, როგორც საჭირო იყო; იმ სიმძლავრის, რაც აწერია, არ იყო, ან იმ პირობას არ აკმაყოფილებს, რის შესახებაც მე მქონდა ინფორმაცია.


იგივე შემიძლია გითხრათ ტანსაცმელზეც. მაგალითად გამოვიწერე პროდუქტი, ახლა, თუ ვატარე ერთი კვირა, 10 დღე და მოხმარების კვალი ეტყობა, რა თქმა უნდა, აქ უკვე უპირობო დაბრუნების თემა აღარ არის. აქ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების წარმოდგენა, ორივე მხრიდან, თუ მოვაჭრე და მომხმარებელი ერთმანეთში ვერ შეთანხმდებიან“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


იმ შემთხვევაში, თუ ონლაინ მოვაჭრე უარს ამბობს ნივთის დაბრუნებაზე, მომხმარებელს შეუძლია, რომ კონკურენციის სააგენტოს მიმართოს.


„ჩვენ გვქონდა 6 თვე მოსამზადებლად. კანონი ძალაში შევიდა 1-ლი ივნისიდან. გვყავს უკვე შესაბამისი დეპარტამენტი, გვაქვს კანონქვემდებარე დოკუმენტი და განაცხადის ფორმა ატვირთულია ჩვენს ვებ-ვერდზე, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, რომლიც ჩათვლის, რომ მისი უფლება შეილახა, შეუძლია განაცხადის ფორმა შეავსოს და მოგვმართოს. ფიზიკურად მოსვლა არც არის საჭირო, ონლაინაც შეიძლება ამის გამოგზავნა, მეილის საშუალებით, ასევე გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც ავამოქმედეთ და შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, დარეკოს. ჩვენი წარმომადგენლები დეტალურად აუხსნიან პროცედურებს. ცხელი ხაზის ნომერი ჩვენს როგორც „ფეისბუკ“, ისე ვებ-გვერდზეც არის განთავსებული, პრესის საშუალებითაც გავრცელდა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, ნახოს“,- განცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up