სანქცირებული რუსული კომპანიები პროდუქციის სხვა ქვეყნებიდან გატანას შეეცდებიან – როგორ უნდა დაიცვას თავი საქართველომ

სანქცირებული რუსული კომპანიები პროდუქციის სხვა ქვეყნებიდან გატანას შეეცდებიან – როგორ უნდა დაიცვას თავი საქართველომ

access_time2022-03-17 11:20:00

რუსული საქონლის შემოტანა, პირდაპირ გადაფუთვა  და გაგზავნა ჩვენი ქვეყნის სახელით, შეიძლება საქართველოსთვის სანქციების დაწესების საბაბი გახდეს. ამის შესახებ ,,კომერსანტთან“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია საუბრობს.


ის არ გამორიცხავს, რომ რუსმა ბიზნესმენებმა სცადონ თავიანთი საქონლის ევროპაში გატანა საქართველოს მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ისინი შეეცდებიან გადაფუთონ რუსული პროდუქცია და ამ ფორმით გაიტანონ, რაც მთავრობამ არ უნდა დაუშვას და რუსეთის მოქალაქეებს არ მისცეს ამის შესაძლებლობა.


,,არ მგონია, აქამდე მივიდეს საქმე, თუმცა რისკი არსებობს და ალბათ პრევენციასაც მიმართავენ, რომ პრობლემა არ შეგვექმნას.  თუმცა თუ ნედლეულს შემოიტანს ვინმე, გადაამუშავებს და ახალ პროდუქტს შექმნის, ვერავინ შემოგვედავება და ამით შეიძლება გარკვეული სარგებელიც მივიღოთ. გვესმის მთავრობის განცხადება, რომ არ აპირებენ სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, ეს მოცემულობა გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ ბევრმა რუსმა ბიზნესმენმა შეიძლება საქართველო გამოიყენოს პროდუქტის ექსპორტისთვის. ამიტომ ხელისუფლება უნდა იყოს ყურადღებით, ასეთი რამ არ დაუშვან. შემოიტანონ ნედლეული, შექმნან საქონელი და ისე გაატარონ, ეს სხვა თემაა“, - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ  სანქციებზე არანაკლებ შემაშფოთებელია ფასების ზრდის მკვეთრად ნეგატიური ტენდენცია, რაც პროდუქტზე ხელმისაწვდომობას გვირთულებს.



,,სამწუხაროდ, დიდ დაბრკოლებას გვიქმნის ფასების ზრდა, რაც გლობალური ტენდენციაა. განსაკუთრებით საწვავის ფასთან მიმართებაში, ვინაიდან შემდეგში იგი ჯაჭვური რეაქციით იწვევს სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდას. ამიტომ შემაკავებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუნდაც გადასახადების მიმართულებით,  ქვეყნებმა გადადგეს ეს ნაბიჯი და აქაც შესაძლებელია“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ შენგელია.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, უკვე 22-ე დღეა.

რუსეთს  მსოფლიოს  მრავალმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა,  რის  მძიმე ეკონომიკურ შედეგებს ქვეყანა უკვე განიცდის. პირველ რიგში, ამან  გამოიწვია რუბლის გაუფასურება  და დაარღვია სავაჭრო და ფინანსური კავშირები დანარჩენ მსოფლიოსთან.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up