რა შემთხვევაში უძნელდებათ ადამიანებს სუნთქვა და როგორია ძგიდის გამრუდების მკურნალობის მეთოდები

რა შემთხვევაში უძნელდებათ ადამიანებს სუნთქვა და როგორია ძგიდის გამრუდების მკურნალობის მეთოდები

access_time2021-04-05 12:56:23

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ბერდია ბერიძემ „კომერსანტთან“ სუნთქვის გაძნელებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მკურნალობის გზებზე ისაუბრა.


გთავაზობთ ინტერვიუს ბერდია ბერიძესთან.



რა შემთხვევაში უძნელდებათ ადამიანებს ცხვირით სუნთქვა?


ცხვირის სუნთქვის გაძნელების უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ძირითადი და ყველაზე ხშირი ცხვირის ძგიდის გამრუდება და ნიჟარების ჰიპერტროფია ანუ ზომაში გადიდება გხვდება. ცხვირის ძგიდის გამრუდება შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, შეძენილ შემთხვევებს ძირითადად ტრავმის შემდგომ და კონტაქტური სპორტით დაკავებულ ადამიანებში ვხვდებით. ასეთია კრივი, ჭიდაობა ძიუდო და ა.შ.


რას ნიშნავს ძგიდის გამრუდება და რა პრობლემას უქმნის ადამიანს?


ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ცხვირის ფუნქცია, რატომ უნდა სუნთქავდეს ადამიანი ცხვირით, იმიტომ რომ ცხვირს აქვს ფილტრაციის ფუნქცია, ათბობს და ატენიანებს შესუნთქულ ჰაერს, გამთბარი და დატენიანებული ჩასუნთქული ჰაერი ქსოვილებს ჟანგბადით მაქსიმალურად აჯერებს. პირით სუნთქვა საკმარისი არ არის, რადგან ჰაერი ვერ თბება, ვერ ტენინანდება და შესაბამისად ქოვილების გაჯერება საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით ვერ ხდება. შესაბამისად როდესაც არის ცხვირით სუნთქვის გაძნელება პაციენტებს შემდეგი ჩივილები აქვთ: თავის ტკივილი, ძილიანობა, მხსიერების პრობლემები, შრომის უნარიანობის დაქვეითება, უჰაერობა, ღამის ძილის დარღვევა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცხვირს დაუბრუნდეს თავისი ფიზიოლოგიური ფუნქცია და ორგანიზმმა ნორმის ფარგლებში იფუნქციონიროს.


ძგიდის გამრუდების მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?


ჯერ უნდა დაისვას დიაგნოზი თუ რის გამო არის ცხვირის ფუნქციის გაძნელება, დიაგნოზი კონსულტაციის პერიოდში ისმება, ხდება ცხვირის კამერით ღრმა ნაწილების დათვალიერება, რომელიც თვალით არ ჩანს, ასევე არსებობს სპეციფიური გამოკვლევა, რომელსაც ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა ჰქვია. ჩივილების, ობიექტური კვლევების და ფუნქციონური დიაგნოსტიკის შედეგის შეჯამებით ხდება დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობა ინიშნება. თუ არის ცხვირის ნიჟარების ან ლორწოვანის პრობლემა, მაშინ ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა, თუ ალერგიულია ინიშნება ანტიალერგიული მკურნალობა, წამალდამოკიდებული ლიმიტის შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია ინიშნება. იმ შემთხვევაში თუ არის მექანიკური პრობლემა ანუ ცხვირის ძგიდე გამრუდებულია, როგორც ძვლოვან ისე ხრტილოვან ნაწილში ამის შემდეგ მიდის ქირურგიული მეთოდით პრობლემის მოგვარება.



რა აპარატურა გამოიყენება ქირურგიული პროცედურებისთვის და რა უპირატესობა აქვს მას?


ჩვენთან ძირითადად კლინიკაში არის „შტორცის“ (Storz) ენდოსკოპიური სისტემა, ინსტრუმენტებიც „შტორცის“ არის და შესაბამისად ინსტრუმენტების ხარისხიდან გამომდინარე და ამ ტექნიკის გამოყენებით პაციენტისთვის მაქსიმალურ შედეგს ვაღწევთ.


რას ნიშნავს ცხვირის ნიჟარების გაფართოება და რა პრობლემას უქმნის ადამიანს?


ძგიდის გარდა ცხვირში არის ნიჟარები, ადამიანებს 6 ნიჟარა გვაქვს, სამი ერთ მხარეს, სამი მეორე მხარეს, როგორც წესი ნიჟარების პრობლემაც ძგიდესთან არის კომბინირებული, თუმცა ნიჟარების პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამ, ცხვირგამხსნელი წვეთების ხანგრძლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ორსულობამაც, ამ პრობლემის ბევრი მიზეზი არსებობს.


დიაგნოზის დასმის მერე პაციენტებს მედიკამენტოზური მკურნალობა ენიშნებათ, თუ მკურნალობას რაღაც პერიოდის შემდეგ შედეგი არ აქვს და კურსის ბოლოს პაციენტი მოდის და ამბობს, რომ ისევ ვერ სუნთქავს, ამის მერე საუბარი მიდის ქირურგიულ ჩარევაზე.


რაც შეეხება ქირურგიას, ნიჟარებზე ლაზერით ზემოქმედება ხდება და ოპერაციიდან გამომდინარე შეიძლება პაციენტს ტამპონებიც კი არ დასჭირდეს, ამ გადაწყვეტილებას ოპერაციის დროს ვიწყებთ.


რა აპარატურა გამოიყენება ქირურგიული პროცედურებისთვის და რა უპირატესობა აქვს მას?


„ბიოლიტეკის“ (Biolitec) ფირმის ლაზერი და როგორც გითხარით „შტორცის“ (Storz) ენდოსკოპიური სისტემა.


რა რისკები ახლავს ცხვირის სპრეის ხშირ გამოყენებას?


ცხვირის სპრეის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილები, გულის აჩქარება, მოუსვენრობა, ასევე იწვევს შეუქცევად პრობლემებს ლორწოვანში იქამდე რომ შეიძლება ცხვირის პერფორაციაც კი გამოიწვიოს.


ამიტომ ცხვირის გამხსნელს კონკრეტულად უწერია, რომ მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში არის შესაძლებელი, შემდეგ იწვევს მიჩვევას.


ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დოზას არ გადავაჭარბოთ, რადგან შეიძლება პრობლემების წინაშე დავდგეთ. ზოგადად ის ხალხი ვინც ხანგრძლივად მოიხმარს წვეთებს, იმყოფებიან ინფარტქის და ინსულტის რისკჯგუფებში და უნდა იცოდნენ, რომ 5-7 დღეზე ცხვირის სპრეის გამოყენება არ შეიძლება.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up