რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“?  - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება

რა შესაძლებლობებია „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“? - საქართველოს ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ბენეფიციართა გამოცდილება

access_time2023-03-27 16:30:54

27 მარტი, 2023 - საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას“ ახორციელებს. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.


„მეწარმე ქალთა  განვითარების პროგრამა“, 2 თვის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე. სწორედ აღნიშნული პროექტის შესახებ გამოცდილებებს გასული ნაკადის მონაწილეები გვიზიარებენ.


პროექტის მეორე ნაკადის ერთ-ერთი მონაწილე მანანა მჭედლიშვილია, რომელიც  ხევსურული ნაქარგობებით დაახლოებით ათი წლის წინ დაინტერესდა და მას შემდეგ ამ საქმიანობითაა დაკავებული. პროექტის ხელშეწყობით კი, კომპანია „ნაჭრელა“ უკვე გაფართოებასა და რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც  გეგმავს.


„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ჩემი ნამუშევრები მეტი ადამიანისთვის გამეცნო. იქ დავინახე, რა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი ნემსით გაკეთებულ საქმეს. ეს არის პროექტი, რომელიც მეტი კონტაქტის, აქტივობისა თუ საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული პროექტის შემდეგ დავიწყე კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა და ჩემმა მომხმარებლებმა თავიდან აღმომაჩინეს ჩემს ნაქარგობებთან ერთად. წარმატებას ბევრი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს და ეს პროგრამა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია“, - ამბობს კომპანია „ნაჭრელას“ დამფუძნებელი, მანანა მჭედლიშვილი.



„ბელის ცომიკები“ სიყვარულის, ხალისის, სიფერადისა და ფანტაზიის უსაზღვრო წყაროა. მას შეუძლია ოჯახის წევრები შვილებთან უფრო მეტად დაახლოვოს, გაახალისოს და გააბედნიეროს არა მხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. ჩვენთან ერთად ყველა ბედნიერია“, - ამბობს საბავშვო საძერწი ეკო პლასტელინის - „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადონა ბეინაშვილი. რომელიც „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის” მეორე ნაკადის ბენეფიციარია.


მადონა გვიყვება, რომ სწორედ „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ მონაწილეობისას გადაწყვიტა კომპანიის სახელის - „ცომიკების“ დარქმევა და ამიტომ მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტზე საუბარი.


„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამიდან“ ძალიან ბევრი რამ მივიღე  - მოტივაცია, ცოდნა, მიმართულება, საინტერესო ადამიანები, იდეები, რაც მთავარია სახელი „ცომიკები“,  რისთვისაც უზომოდ მადლიერი და ბედნიერი ვარ. ეს პროგრამა არის და ყოველთვის იქნება ჩვენი საქმიანობის, იმ გეგმებისა და მიზნების სათავეში, რომელიც გვაქვს და სულ მალე განვახორციელებთ“, - ამბობს „ბელის ცომიკების“ დამფუძნებელი, მადლონა ბეინაშვილი.


ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up