ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები რთულ მდგომარეობაში არიან - რა გამოსავალს სთავაზობს ასოციაცია მთავრობას

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები რთულ მდგომარეობაში არიან - რა გამოსავალს სთავაზობს ასოციაცია მთავრობას

access_time2023-03-14 10:30:27

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს ხორბლის , ფქვილისა და პურის ბაზარზე დღეს არსებული რთული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზად რუსეთის ფაქტორს ასახელებს.

 

„2023 წლის დასაწყისში  რუსეთის მთავრობამ  ოფიციალურად განაცხადა  რომ უახლოესი წლების განმავლობაში რუსეთში საექსპორტო მცურავი ბაჟის მექანიზმი ხორბალზე   არ გადაიხედება  და მეტიც უახლოესი გეგმებით ხელი შეეწყობა მსოფლიო ბაზრებზე რუსული ფქვილის ექსპორტს რომლის სამიზნე მაჩვენებელი არსებული 900 000 ტონიდან  4 მილიონ ტონამდე ასვლაა , რაც პირველ რიგში ისევ და ისევ  გეოგრაფიული სიახლოვის გამო საქართველოზე  მკვეთრად უარყოფითად აისახება და  თუ არ იქნა მიღებული გადამჭრელი ზომები პრობლემები გრძელვადიანი გახდება.

 

 აქედან გამომდინარე  საჭიროა ახალი ხედვა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად -დღევანდელი  რეალობიდან გამომდინარე იმისათვის,  რომ ერთის მხრივ  დაცული იყოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და გვქონდეს მთელი წლის განმავლობაში ხორბლის გარდამავალი ორთვიანი   მარაგები  და მეორე მხრივ პურის ფასი მაქსიმალურად იყოს დაზღვეული და ფერმერებს ჰქონდეს მოტივაცია ხორბლის მოყვანის და შესაბამისად გაიზარდოს ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი“- ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია მთავრობას შეთავაზებას უკეთებს, რომლის მთავარი მიზანს პურის ფასის შენარჩუნების გარანტია წარმოადგენს და რაც ასოციაციის აზრით, მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრის, ფერმერების და მოსახლეობისათვის.

 

„შეთავაზება გულისხმობს:

 

დაწესებულ იქნას დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს.

 

ფქვილის იმპორტზე დამაბალანსებელი მოსაკრებლის შემოღების შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშა პროცესის აღდგენას და იღებენ შემდეგ ვალდებულებებს:

 

1. წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას.


 

2. ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე , ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) -რაც უზრუნველყოფს შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას.

 

3. ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ( ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით).

 

ზემოაღნიშნული შეთავაზება პროცესში ჩართულ ყველა მხარეს აძლევს შემდეგ დადებით ეფექტს:

 

1. ფქვილის იმპორტიორებსა და ადგილობრივ წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება გათანაბრებულ კონკურენტულ გარემოში.

 

2. მოსახლეობის ფართო ფენებისათვის გარანტირებულია ე. წ. „ მასობრივი მოხმარები“ პურის ფასი.

 

3. ნარჩუნდება წისქვილკომბინატებში მომუშავე 3000-მდე ადამიანის სამუშაო ადგილები.

 

4..უზრუნველყოფილია ადგილობრივი ფერმერების მიერ 2022 წლის ადგილობრივი დარჩენილი ხორბლის მოსავლის რეალიზაცია და 2023 წლის საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება ,შემდგომი წლების ხორბლის მოსავლის ზრდის მოტივაცია და ადგილობრივი მოსავლის გარანტირებული ჩაბარება წისქვილკომბინატებში.

 

5. უზრუნველყოფილია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. გარანტირებულია ხორბლით 2 თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობა.

 

6. უზრუნველყოფილია უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული სტრატეგიით ადგილობრივი ხორბლის მოსავლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა.

 

7. სახელმწიფოსაგან სიტუაციის დასაბალანსებლად არც წისქვილკობინატების და არც ფერმერების მიერ არ მოითხოვება საბიუჯეტო თანხები მათ შორის არც რაიმე სახის სუბსიდირება, არამედ პირიქით ბიუჯეტი ივსება, როგორც ფქვილზე საიმპორტო გადასახადის მოსაკრებლით, ასევე ადგილობრივი წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის შედეგად გადახდილი გადასახადებით.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შეთავაზება არის ყველა მხრივ დაბალანსებული და წარმოადგენს წარმოქმნილი სიტუაციაში პრობლემის უმტკივნეულოდ გადაწყვეტის გზას, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების ,ასევე პურის მწარმოებლების და მოსახლეობის ინტერესები, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით“, - განმარტავენ ასოციაციაში.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up