რა სიახლეებია მოგზაურებისთვის მსოფლიოში კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით

რა სიახლეებია მოგზაურებისთვის მსოფლიოში კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით

access_time2022-06-17 00:00:00

აშშ-მ განაცხადა, რომ 12 ივნისიდან ავიამგზავრებს ქვეყანაში შესვლამდე Covid-19-ის ტესტის უარყოფით პასუხს აღარ მოსთხოვს. იგივე სიტუაციაა კანადაში, დიდ ბრიტანეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში, თუმცა ტესტირება ზოგან ჯერ კიდევ საჭიროა. რა სიახლეებია მოგზაურებისთვის, BBC-მ გაარკვია.



რომელ ქვეყნებშია Covid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი ჯერ კიდევ სავალდებულო?



აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემსვლელთათვის სავალდებულო ტესტები, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესის გამო, უქმდება. თეთრ სახლს აღნიშნული ნაბიჯისკენ უბიძგა ტურისტულმა ინდუსტრიამაც, რადგან ტესტის გაკეთების ვალდებულება აშინებდა მოგზაურებს, რომელთაც საზღვარგარეთ ჩარჩენის ეშინოდათ. თუმცა ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ამ მიდგომის გადახედვას 90 დღის შემდეგ გეგმავს. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სავალდებულო ტესტირების სისტემას დაუყოვნებლივ აღადგენენ, თუ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამები გამოჩნდება.


”ჩვენ შეგვიძლია ეს ნაბიჯი უდიდესი პროგრესის გამო გადავდგათ: ჩვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინები შევქმენით და მკურნალობის მეთოდი ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადეთ. სწორედ ეს მეთოდები მუშაობს დაავადების სერიოზული გართულებისა და ახალი კოროვირუსისგან ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად”, - განმარტა აშშ-ის მაღალჩინოსანმა, რომელსაც ამერიკული მედია ციტირებს.



2021 წლის იანვარში შეერთებულმა შტატებმა შემოიღო წესი, რომელიც ავიამგზავრებს ფრენამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფით პასუხს ან ვირუსისგან ახლად გამოჯანმრთელების ცნობას სთხოვდა.



აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2021 წლის დეკემბერში წესები გაამკაცრა - ქვეყანაში შესვლის მსურველებს ახალი კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ყოფილიყო ფრენამდე არაუგვიანეს 24 საათის ხანგრძლივობის, რადგან ინფიცირების შემთხვევებმა „ომიკრონის“ შტამის გამო მოიმატა.




თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აშშ-ს არამოქალაქეებს, რომელთაც ქვეყანაში შესვლა სურთ, აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი ჯერ კიდევ სჭირდებათ. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი აშშ-ში 2022 წლის იანვრიდან მკვეთრად დაეცა, თუმცა ბოლო კვირებში აღნიშნულმა მაჩვენებელმა მატება კვლავ დაიწყო. ამასთანავე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ეტაპზე გაცილებით დაბალია, ვიდრე - შუა პანდემიის პერიოდში.



ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ტესტირების პოლიტიკის გადაფასების მიმართულებით, აშშ სხვა ქვეყნებს ჩამორჩებოდა. დიდმა ბრიტანეთმა Covid-19 ტესტირების ყველა მოთხოვნა მოგზაურებისთვის ჯერ კიდევ მარტში გააუქმა. იმავე პერიოდში მიიღო ეს გადაწყვეტილება კანადამაც. აშშ-ის მოგზაურთა ასოციაციის პრეზიდენტმა, როჯერ დოუმ განაცხადა, რომ პოლიტიკის ცვლილება ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას დააჩქარებს. თავის მხრივ, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში კი განმარტეს, რომ ეს ძალიან კარგი ამბავია, რადგან სავსებით არაეფექტიანი შეზღუდვა მოიხსნა. ავიაკომპანია Virgin Atlantic-იც მიესალმა ამ ნაბიჯს და როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ეს მიმდინარე ზაფხულში ტრანსატლანტიკური მოგზაურობის განახლებას ხელს შეუწყობს.



აშშ-ის მოგზაურთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ტესტირების მოთხოვნის მოხსნა წელს ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5.4 მილიონ ვიზიტორს ჩაიყვანს. ეს კი, თავის მხრივ, მოგზაურობისთსვის განკუთვნილ ხარჯებს 12%-ით გაზრდის. სავალდებულო ტესტირების გაუქმების შესახებ კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებაც გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციით, ავიამიმოსვლისა და ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის იმედით იყო განპირობებული.



ტურისტებისთვის იაპონიაც იხსნება



იაპონიამ, რომელსაც პანდემიის დროს ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული, ტურისტული განაცხადების მიღება 98 ქვეყნიდან დაიწყო. მათ შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი და სამხრეთ კორეა. პირველი ტურისტები ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივლისში ჩავლენ. ჯერჯერობით იაპონიაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებს ეძლევათ. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გარკვეული დროა საჭირო, სანამ უცხოელი ვიზიტორები იაპონიაში ინდივიდუალური ტურისტული მიზნით ჩასვლას შეძლებენ.



ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, ტურისტებს უმეტეს ადგილებში ნიღბების ტარება მოეთხოვებათ. მათ ასევე დასჭირდებათ დაზღვევა, რომლის მიხედვითაც კოვიდ ინფიცირების შემთხვევაში, მათი სამედიცინო ხარჯები დაიფარება. ტურისტული ჯგუფებისთვის რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა ტურის განმავლობაში ჯგუფს მუდამ თან უნდა ახლდეს გიდი.



თურქეთსა და საბერძნეთშიც ტესტის გარეშე იმოგზაურებთ



თურქეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და ტაილანდში ტურისტებისთვის სავალდებულო ტესტირება უკვე გაუქმებულია. საბერძნეთმა ეს გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონისთვის მიიღო - 2022 წლის 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე. ტაილანდში, იტალიასა და ესპანეთში კი მხოლოდ აცრილებს არ სჭირდებათ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.



სამაგიეროდ, ჩინეთი ტურისტებისთვის კვლავ დახურულია



ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაცია კვლავ მოქმედებს ჩინეთში, სადაც კოვიდ პანდემია დაიწყო. აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო მოგზაურობა სრულად აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ მოქალაქეები, რეზიდენტები და ის პირები, რომელთაც მოქმედი ვიზა აქვთ. გარდა ამისა, მათ, ვინც ქვეყანაში შესვლას მოახერხებს, ესაჭიროებათ 14-დღიანი კარანტინი მთავრობის მიერ დადგენილ საცხოვრებელში საკუთარი ხარჯებით და განმეორებითი ტესტირება - ასევე თვითდაფინანსებით.


წყარო: imedinews.ge


თეგები:
მოგზაურები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up