რა  სიახლეებით  შემოდის  არქიტექტურულ  ბაზარზე კომპანია „ამბე“

რა სიახლეებით შემოდის არქიტექტურულ ბაზარზე კომპანია „ამბე“

access_time2021-06-13 12:00:46

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში “კომერსანტის დილა“ არქიტექტურული კომპანიის „ამბეს“ დამფუძნებლებმა მარიამ გომურაშვილმა და გიორგიმ ჩაბალუხამ ისაუბრეს. მათი თქმით, კომპანია „ ამბე“ პანდემიის დროს, 2020 წელს ჩამოყალიბდა და არქიტექტურულ პროექტირებას ახორციელებს, რაც როგორც მოცულობით არქიტექტურას, ასევე ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინს გულისხმობს. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, კომპანია სტანდარტულ მიდგომებს არ ეფუძნება და არქიტექტურულ ბაზარზე ახალ სიტყვას იტყვის.

 


დღეს დამკვეთსა და არქიტექტორს შორის ურთიერთობაში ჩართულია სახელმწიფო, რაც პროექტირების პროცესს ართულებს და არქიტექტორსა და დამკვეთს შორის გარკვეულ დისონანსს და დისკომფორტს ქმნის.  ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ დამკვეთსა და  არქიტექტორს შორის ურთიერთობა რუტინას დაემსგავსა. ჩემი აზრით პროცესი პროექტირებიდან ჩაბარებამდე არქიტექტორმა უნდ მართოს, რადგან დამკვეთის მხრიდან კითხვები არ გაჩნდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომსახურეობა დამკვეთისთვის კომფორტული და მის პირობებზე მორგებულია, ჩვენი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით შევეცდებით, რომ პროექტირების პროცესი მომხმარებლისთვის სასიამოვნო იყოს, რადგან ჩვენ მათ ისეთ სივრცეს ვუქმნით, სადაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარონ“, -  აღნიშნა გიორგი ჩაბალუხამ.



გიორგი ჩაბალუხა აღნიშნავს, რომ დღეს არქიტექტურა უფრო რუტინული გახდა და მთლიანად სფერო ბიზნესის კეთებას დაემსგავსა. მისივე თქმით არქიტექტურა არის ხელოვნების სფერო, თუმცა ეს ტენდენცია მხოლოდ ახლა მკვიდრდება.




„ჩვენ ვთვლით, რომ ბაზარზე პოზიციას დავიკავებთ, რადგან ჩვენ მიერ დაპორექტებული დიზაინზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ, შესაბამისად ჩვენი რამდენიმე მიმდინარე პროექტი ამ ხედვას და პრინციპს  იზიარებს, რასაც ჩვენ არ გადავუხვევთ, რადგან ჩვენ რომელიმე სხვა კომპანიის გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპანია არ ვართ, ჩვენი ჩვენი ცალკე გზა გვაქვს და ამ ეტაპზე მთავარია, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწიოთ ,  გავხდეთ ცნობილები და თუ ამას შემდეგ სხვებიც გაიზიარებენ ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კრიტიკაც მისაღებია, არქიტექტურა კრიტიკის გარეშე წარმოუდგენელია“, - აღნიშნა გიორგი ჩაბალუხამ

 


რაც შეეხება არქიტექტურულ ბაზარზე არსებულ კონკურენციას ჩაბალუხა ფიქრობს, რომ საქართველოში  არქიტექტორების დეფიციტი ნამდვილად არ არის, თუმცა კომპანია “ ამბეს“ მიზანია, რომ გამორჩეული უნდა იყოს და ბაზარზე ახალი სიტყვა უნდა თქვას,  რაშიც  როგორც დამფუძნებლები ამბობენ ხარისხი და გამოწვევების გაანალიზება დაეხმარება.



„ზოგადად თბილისში არსებულ ურბანულ პროექტებზე ბევრი საუბრობს , ჩვენ შემთხვევაში ურბანულ პროექტებს არ ვუყურებთ, ვაანალიზებთ არსებულ გარემოს და იმ შესაძლებლობებს რაც შეიძლება, რომ  გარემოს  ჰქონდეს, რადგან შემდეგ არქიტექტურა არ იყოს უცხო, შესაბამისად ჩვენ იმ ხარისხით რა ხარისხსაც ჩვენ მომხმარებლებს ვაწვდით, მოწინავე პოზიციებს დავიკავებთ. რაც შეეხება განვითარებას, განვითარება იქნება  ეტაპობრივი, მაგრამ იქნება წინმავალი, შესაბამისად ვფიქრობთ, ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ხარისხზე მეტად შემოქმედებოთობაზე გვექნება აქცენტი, რადგან დღეს არქიტექტურამ უფრო კომერციული ხასიათი შეიძინა , დაკარგა შემოქმედებითი მიდგომა და არქიტექტურა ბიზნესის კეთებას  დაემსგავსა, სწორედ  შემოქმედებითობა მოგვცემს იმის გარანტიას რომ ჩვენი კომპანია იქნება წარმატებული და გვექნება  წარმატებული პროექტები“,  - აღნიშნა გიორგი ჩაბალუხამ.



რაც შეეხება სამომავლო გეგმებს მარიამ გომურაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში მათი მიზანი  არქიტექტორებსა და დამკვეთებს შორის ცნობიერების ამაღლებაა, შემდეგ კი მათი სურვილია, რომ როგორც არქიტექტორებისთვის ასევე  დამკვეთებისთვის  ამბე გახდეს მაგაალით.  გარდა ამისა დამფუძნებელები  ამბობენ, რომ  სამომავლოდ  კვალიფაკაციის  ასამაღლებლად იტალიაში ვენეციაში  გაემგზავრებიან თუმცა მათი  იტალიაში  ყოფნის  პერიოდში კომპანია  მუშაობას  არ  შეწყვეტს  და პროცესებში  დამფუძნებლები ყოველდღიურად  ჩაერთვებიან.

 


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up