რა სიახლეებით შემოვა ბაზარზე „საპარტნიორო ფონდის“ ადგილმონაცვლე „საქართველოს განვითარების ფონდი“ - რა იცვლება სახელთან ერთად

რა სიახლეებით შემოვა ბაზარზე „საპარტნიორო ფონდის“ ადგილმონაცვლე „საქართველოს განვითარების ფონდი“ - რა იცვლება სახელთან ერთად

access_time2023-02-06 14:30:39

საპარტნიორო ფონდს სახელწოდებასთან ერთად კორექტირდება მისი მიზნებიც. თუ დღეს მოქმედ კანონში წერია, რომ ფონდის მიზნებია:



ა) მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;

ბ) ინვესტიციების მოზიდვა;

გ) სამუშაო ადგილების შექმნა;

დ) შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა;

ვ) კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სხვა მიზანი.



ხოლო „სს საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს ფონდის მიზნების კორექტირება და ის ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:



ა) კომერციულად მდგრადი პროექტების განხორციელება, მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა;


ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის ათვისება;

გ) ადგილობრივი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებში საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად ფულადი და არაფულადი თანამონაწილეობის გზით;

დ) ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება;

ე) განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.



იმავდროულად კანონით განისაზღვრება, რომ საქართველოს განვითარების ფონდი ვალდებული ხდება 100%-ით გამოვიდეს განხორციელებული პროექტებიდან (მოქმედი კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი). 



კანონპროექტის თანახმად, განხორციელდება ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები. 




„კანონპროექტი შესაძლებლობას მიცემს ფონდს კვლავ გააგრძელოს ახალი პროექტების დაფინანსება (რაც შეიზღუდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით ფონდის რეფორმირებამდე), რომლის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითი იქნება, ვინაიდან ნებისმიერი ახალი პროექტის განხორციელება გამოიწვევს შემოსულობების გაზრდას ბიუჯეტში. ამასთან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ
პროექტებზე, რომელთა განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს სამეთვალყურეო საბჭო.


იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ მომავალში ბიუჯეტის შემოსულობებზე დადებით ზეგავლენაში მნიშვნელოვანია მოვიყვანოთ წარსულის მაგალითები: ა) სს „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთ კომერციულ პროექტში, ფონდმა განახორციელა 3,441 ათ. ლარის ინვესტირება (ჯამში ფულადი და არაფულადი (მიწის ნაკვეთი) შენატანის სახით) და ერთობლივი საწარმოს დაფუძნებიდან 4 წლის თავზე, ამ საწარმომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადაიხადა 3,887 ათ. ლარი, რაც დაახლოებით 6%-იანი უკუგებით აღემატება სახელმწიფო ფონდის მიერ განხორციელებულ ინვესტიციას. აღნიშნულს დაემატა სს „საპარტნიორო
ფონდისთვის“ უკუგებით ინვესტიციის დაბრუნებაც; ბ) მეორე მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პროექტი, რომელშიც ფონდი მონაწილეობს არაფულადი შენატანით (ქონებით).



მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის განხორციელების ყველა წინაპირობა ჯერ არ შესრულებულა და შესაბამისად არ დამდგარა ის პირობა, რომელიც წარმოშობს ფონდის ვალდებულებას პროექტში შეიტანოს საკუთარი არაფულადი შენატანი, ინვესტორმა ქონების გადასახადის სახით უკვე გადაიხადა 2,078,777 ლარი, მაშინ როდესაც ამ ქონებიდან, სანამ ის ფონდს გადმოეცემოდა, არცერთი თეთრი შედიოდა ბიუჯეტში, ვინაიდან ქონების გადასახადს არ იხდის არც მუნიციპალიტეტი და არც სახელმწიფო.



ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სს „საპარტნიორო ფონდის“ კომერციული პროექტები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტზე დადებით ზეგავლენას ახდენს და იძლევა შესაძლებლობას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ზრდისთვის, დამატებით იმ უკუგებაზე, რასაც თავად ფონდი მიიღებს აღნიშნული პროექტიდან“, - განმარტებულია „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში.



განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ სახელწოდების ცვლილებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შემოღების გამო საქართველოს განვითარების ფონდის ხარჯების სავარაუდო ზრდა არ იგეგმება, ვინაიდან, ეს ხარჯები დაკომპენსირდება სტრატეგიული შვილობილი საწარმოების მართვის საკითხებზე დღევანდელი მდგომარეობით გასაწევი ხარჯების ოპტიმიზაციით. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ფონდის საინვესტიციო საბჭოს გაუქმება არ გამოიწვევს რაიმე ფინანსურ ცვლილებებს, ვინაიდან საინვესტიციო საბჭოს არსებული წევრები აღნიშნული საქმიანობისთვის არ იღებდნენ ანაზღაურებას.



რაც შეეხება ახალი კრიტერიუმების დადგენას, განმარყებით ბარათში ნათქვამია, რომ აღნიშნული გაზრდის ფონდის მონაწილეობით განხორციელებულ პროექტებში კერძო პირების მონაწილეობას, რაც გულისხმობს იგივე რესურსით უფრო მეტი გარე ინვესტიციის მოზიდვას, როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ ჭრილში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up