რა სიხშირით აქვეყნებს ეროვნული ბანკი ინფორმაციას სავალუტო ინტერვენციების შესახებ?

რა სიხშირით აქვეყნებს ეროვნული ბანკი ინფორმაციას სავალუტო ინტერვენციების შესახებ?

access_time2022-09-08 09:00:37

საქართველოში სავალუტო აუქციონის შედეგები აუქციონის დასრულებიდან 15 წუთში, ხოლო წესებზე დაფუძნებული ინტერვენციის შედეგი კი - თვიურ ჭრილში, სავალუტო ბაზრის სხვა მონაცემებთან ერთად, თვის დასრულებიდან 25 დღეში, ქვეყნდება, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. სებ-ში აცხადებენ, რომ ინტერვენციების სტატისტიკის გამოქვეყნება და მის სიხშირე, ეს თავად ინსტრუმენტის მახასიათებელზე და ინტერვენციის მიზანზეა დამოკიდებული.



„ინტერვენციების შესახებ სტატისტიკის ყოველდღიურად გამოქვეყნება ფართოდ მიღებული პრაქტიკა არ არის, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი გააჩნია, რომელიც ქვემოთ არის ახსნილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეგროვებული სტატისტიკის შესაბამისად, ცენტრალური ბანკების უმეტესობა (ისინი, რომლებიც ინტერვენციებს ყველაზე ხშირად იყენებენ) ინტერვენციების სტატისტიკას საერთოდ არ აქვეყნებს. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, „სავალუტო ინტერვენციებზე მონაცემებს მზარდი ეკონომიკებისა და განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ 16% აქვეყნებს“. საქართველო სწორედ ამ 16%-ში შედის. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური მასშტაბით სანდო ინფორმაციას ფლობს.
სავალუტო ინტერვენციების კონფიდენციალურობის მიზანია, კურსზე სპეკულაციური შეტევები გამოირიცხოს და ბაზარზე დამატებითი აჟიოტაჟი არ შეიქმნას. ამიტომ, პირდაპირი ინტერვენციების შესახებ დეტალები, მათ შორის, ბაზარზე ჩარევის დრო და პრინციპები, ბაზრის მონაწილეებისათვის (მათ შორის ბანკებისთვის) ცნობილი არ არის. ინტერვენციებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება მონაწილე ბანკებს შესაძლებლობას მისცემდა, ეროვნული ბანკის ქცევა გაეთვალათ, რაც კურსზე სპეკულაციური შეტევების შესაძლებლობას გააჩენდა და, შესაბამისად, კურსის მერყეობას გაზრდიდა. ამიტომ, მსგავსი, წესებზე დაფუძნებული ინსტრუმენტის რეგულირების დოკუმენტი კონფიდენციალურ ინფორმაციას მიეკუთვნება. რაც შეეხება დისკრეციულ ინტერვენციებს, მათი წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია და, სწორედ ამიტომ, ამ ინფორმაციის მყისიერად გამოქვეყნების რისკი მცირეა.




სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობით ეროვნულ ბანკს ევალება, გამოაქვეყნოს საბალანსო მონაცემები თვის ჭრილში, რასაც ეროვნული ბანკი ყოველთვიურად, კანონით დადგენილ ვადაში ასრულებს. ეროვნული ბანკი ბევრ სხვა მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციასაც აქვეყნებს, მაგრამ არ აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება კურსის დამატებით მაღალი მერყეობა გამოიწვიოს და ფინანსური სტაბილურობის რისკები შექმნას.



ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამჭვირვალობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანაა და ამ ამოცანის ჯეროვნად შესრულების დასტურია ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის საერთაშორისო ჯილდო მიიღო, როგორც ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურმა ბანკმა. გარდა ამისა, ევროკომისიის 2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, „საქართველოში მონეტარული პოლიტიკა გამჭვირვალედ ხორციელდება“. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასევე არსებობს კონფიდენციალურობის ცნებაც, რომლის განუხრელ დაცვაზეც დგას საერთაშორისო ინვესტორებისა და პარტნიორების ნდობა ცენტრალური ბანკების და, შესაბამისად, მთლიანად ქვეყნების მიმართ. ეს ნდობა, საქართველოს შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა, რაშიც ეროვნული ბანკის წვლილი ძალიან დიდია. ეს არის ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის დამატებითი ინფორმაციის ფლობის ინტერესი, თუმცა, ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ გარკვეული მხარეების მხრიდან შეიძლება არსებობდეს არაჯანსაღი სურვილი, ბაზარზე შექმნან აჟიოტაჟი, გამოიწვიონ კურსის დამატებითი მერყეობა და პრობლემები შეუქმნან ფინანსურ სტაბილურობას, რასაც ეროვნული ბანკი არ დაუშვებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი ამ პოზიციას არ გადაუხვევს არავის კერძო ინტერესის, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებებისა თუ ზეწოლის ფასად“, - აცხადებენ სებ-ში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up