ქართული ბანკების მოგება ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება. სწორედ ეს დაასახელა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე ზრდის მიზეზად, მისი თქმით, „იმხელა მოგება აქვთ ბანკებს, უბრალოდ დაუშვებელია“.
გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.08 მლრდ ლარი შეადგინა, ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადის რაოდენობა კი 391.4 მილიონს აღემატებოდა.
ეროვნული ბანკის დეტალური ანგრიშგებების მიხედვით, 14 კომერციული ბანკის მიერ 2022 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით გადახდილი მოგების გადასახადი ასეთია:
საქართველოს ბანკი - 146.6 მლნ ლარი;
თიბისი ბანკი - 189.7 მლნ ლარი;
პროკრედიტ ბანკი - 9 მლნ ლარი;
ბაზის ბანკი - 6.8 მლნ ლარი;
ქართუ ბანკი - 11.9 მლნ ლარი;
კრედო ბანკი - 6.5 მლნ ლარი;
ლიბერთი ბანკი - 5.3 მლნ ლარი;
იშბანკი - 4 მლნ ლარი;
ხალიკ ბანკი - 5.7 მლნ ლარი;
ტერაბანკი — 4.5 მლნ ლარი;
ზირაათ ბანკი — 1.4 მლნ ლარი.
სილქ ბანკი, პაშა ბანკი და ვითიბი ბანკი კი ზარალზეა.