დედაქალაქში პარკირებაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2,294 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,135 ლარი, ხოლო 2020 წლის იანვარ-ივლისში - 1,644 ლარი.
ზოგადად კი, წელს 7 თვეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში დაწესებული სანქციებიდან ბიუჯეტში 107,310 ლარი შევიდა, აქედან, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 95,370, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო - 2,294 მლნ ლარი.