ბოლო წლებში ბიუჯეტში სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე მოსაკრებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა მზარდია. 2022 წელს აზარტული თამაშების ნებართვებზე მოსაკრებლებიდან ბიუჯეტში 47%-ით მეტი თანხა შევიდა ვიდრე 2021 წელს.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, წლების მიხედვით ბიუჯეტში შესული მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე ასე გამოიყურება:
2022 წელი - 55,191,668.92 ლარი,
2021 წელი - 37,575,000.00 ლარი,
2020 წელი - 11,975,000.00 ლარი.