რა თანხებშია შესაძლებელი საახალწლო სუფრის მომზადება

რა თანხებშია შესაძლებელი საახალწლო სუფრის მომზადება

access_time2022-12-29 13:45:16

საქართველოში საახალწლო სუფრის მომზადება თითქმის ყველა ოჯახში გარდაუვალ აუცილებლობად ითვლება, მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობებისა.  შესაბამისად, დეკემბრის თვის ბიუჯეტი განსაკუთრებულ გადანაწილებას საჭიროებს.



რა თანხებშია, შესაძლებელი საახალწლო სუფრის მომზადება - ამის გარკვევას „კომერსანტი“ აგრარულ ბაზარში, სუპერმარკეტებსა და ე.წ უბნის მაღაზიებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეეცადა.



სავაჭრო ობიექტების უმეტესობაში ამბობენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, მომხმარებლების რაოდენობა გარკვეულწილად შემცირებულია და ამას გაზრდილ ფასებს უკავშირებენ.  პროდუქტის სიძვირეს უჩივიან მომხმარებლებიც.



კომერსანტი საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი უბნის მაღაზიის გამყიდველს გაესაუბრა. როგორც ნანა ხ. ამბობს. გასულ წლებში მას მომხმარებლების რაოდენობის გამო მაღაზიაში დამხმარე კონსულტანტის აყვანაც კი უწევდა, ახლა კი საქმეს თავადაც თავისუფლად აუდის. მისი თქმით, საახალწლოდ  მაღაზიაში არც განსაკუთრებული მარაგი არ გაუკეთებია, რადგან მოთხოვნა არაა. შექმნილ ვითარებას კი ინფლაციას და გაძვირებულ პროდუქციას უკავშირებს.


რა დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა


დავიწყოთ მთავარი კერძებით.



საცივის ინგრედიენტები:


ინდაურის ფასი  90 ლარიდან იწყება და წონის მიხედვით 160 ლარამდეც ადის.

ნიგვზის ფასი 24 ლარიდან იწყება და ხარისხის მატებასთან ერთად ფასიც შესაბამისად იზრდება და თეთრი ნიგოზი 35-37 ლარიც ღირს.

1 კგ ქათამი 8-12 ლარია.


1 კგ გოჭის ფასი 25-35 ლარამდეა.

1 კგ ღორის სამწვადე 19-22 ლარის ფარგლებშია

1 კგ საქონლის ხორცი  16-19 ლარი.



იმერული ყველის ფასი ე.წ უბნის მაღაზიებში  18-19 ლარია, ზოგიერთ სუპერმარკეტში 20 ლარი. რაც შეეხება სულგუნს მისი ფასი 25 ლარს აღწევს.


თუ ხაჭაპურის გაკეთებასაც გეგმავთ გაითვალისწინეთ, რომ 1კგ ფქვილის ფასი 2 ლარიდან იწყება და 4,5 მდე ადის.


კიტრის და პომიდვრის ფასი  3.5 ლარიდან იწყება. რაც შეეხება სალათა „ოლივიეს“ მოსამზადებელ ინგრედიენტებს:  1 კგ კარტოფილი 1.7 ლარი, სტაფილო 1.5 ლარი ღირს.  კონსერვირებული ბარდის ფასი 2.7-დან იწყება, კიტრის მწნილი 4.5-5.5 ლარი ღირს. 10 ცალი  კვერცხის ფასი -4,5 -5.5 ლარია. 200 გრამიანი მაიონეზის ფასი საშუალოდ 3 ლარია, 100 გრ კამის ფასი 1.2 ლარი , 100 გრამი მწვანე ხახვის ფასი კი 1.7 ლარია.

გაყინული თევზის ფასი 12 ლარიდან იწყება, რაც შეეხება კალმახს ის 20 ლარი ღირს.


ბანანი 4.5 ლარი ღირს, კივი 3.5-4.0 ლარი, მანდარინის ფასი 1.5  ლარიდან იწყება და 4 ლარამდეც ადის, ფორთოხლის ფასი 3.0 ლარი და ზემოთაა.


რაც შეეხება ტკბილეულობას. საახალწლო სუფრის მთავარი ნუგბარის - ჩურჩხელის ფასი 3 ლარიდან იწყება და ზოგიერთ შემთხვევაში  7 ლარსაც აღწევს.

გოზინაყის დასამზადებლად თაფლის შეძენა (1კგ) 25 ლარიდან 35 ლარის ფარგლებში შეგეძლებათ. უკვე მზა გოზინაყის 1 ნაჭრის ფასი კი 1.8-დან იწყება და 3 ლარსაც აღწევს.


შოკოლადის კანფეტების ფასი 15-40 ლარის ფარგლებშია.


1 ბოთლი ღვინის ფასი მინიმუმ 8 ლარია, შუშხუნა ღვინის კი 10 ლარი. 0.5 ლ ლიმონათის ფასი კი 1.5 ლარიდან იწყება.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up