რა ტენდენციები აჩვენა ლარის კურსმა გასული კვირის განმავლობაში, რა მოლოდინებია წლის ბოლომდე და 2023 წელს - TBC ბანკის მთავარი ეკონომისტის შეფასებები

რა ტენდენციები აჩვენა ლარის კურსმა გასული კვირის განმავლობაში, რა მოლოდინებია წლის ბოლომდე და 2023 წელს - TBC ბანკის მთავარი ეკონომისტის შეფასებები

access_time2022-12-13 18:00:32

რა ტენდენციები აჩვენა ლარის კურსმა გასული კვირის განმავლობაში, რა მოლოდინებია წლის ბოლომდე და 2023 წელს - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“  გადაცემაში  „კომერსანტის  დილა“ TBC ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ ისაუბრა.

 

ოთარ ნადარაიას თქმით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მყარდება, რაც მიგრანტების შემოდინების ფონზე გასაკვირი არაა, მეორე მხრივ, ნადარაია აღნიშნავს, რომ დოლარმა საერთაშორისო ბაზრებზე თავისი პოზიციები დათმო და ევრო წამოიწია, რომელსაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გამყარების მეტი პერსპექტივა აქვს.

 

 

 

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია და ლარის მყარი კურსი ინფლაციის შემცირებას ეხმარება, ამიტომ ეროვნული ბანკი ყიდულობს ვალუტას და კიდევ უფრო მეტ გამყარებას ადგილი არ აქვს, თუმცა ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებელი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ასეთი მკვეთრი გამყარებაც არ მიგვეღო. ეს არის იმ ფაქტორების კომბინაცია, რამაც 2,68 მდე მიგვიყვანა. რა იქნება მომავალში, ამის თქმა ცოტა რთულია, თუმცა ჩვენი შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ დოლარი ახლო ვადიან პერსპექტივაში არ დასუსტდა, ეს  ლარის გამყარების პიკია  და ლარი მეტად აღარ გამყარდება“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

 

 

 

ნადარაია ამბობს, რომ საერთაშორისო  შეფასებებიდან გამომდინარე, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში ევროს გამყარების დიდი პოტენციალი აქვს და  მომავალში ევრო უფრო მყარი იქნება ვიდრე დოლარი, რაც ლარისთვის და საქართველოსთვის უფრო პოზიტიურია, რადგან საქართველო ევროპაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ამერიკაზე.

 

 

 

რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, ოთარ ნადარაია ამბობს, რომ მომავალი წლის პროგნოზი უფრო კონსერვატიულია, მისივე თქმით ინვესტიციების გააქტიურების ძირითადი ფაქტორი ეკონომიკური ზრდაა.

 

 

 


„ჯერ არის ეკონომიკური ზრდა და შემდეგ ხდება ინვესტიციების და დასაქმების აღდგენა,  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ კომპანიას ჯერ გაყიდვები უნდა გაეზარდოს და მერე იწყებს დამატებით მანქანა-დანადგარებზე და მუშა ხელზე ფიქრს, ამიტომ ეკონომიკური ზრდის მერყეობების დროს, ჯერ არის  ეკონომიკური ზრდის აღდგენა და შემდეგ არის  ინვესტიციები და ეს არის ის, რაც ჩვენთან ხდება და საერთაშორისო ეკონომიკასთანაა  თანხვედრაში.

 

 

 

რაც შეეხება მიგრანტების ეფექტს, იმ ტრაგედიიდან გამომდინარე, რაც უკრაინაში ხდება და მას დასრულების პირი არ უჩანს, ძალიან რთული სათქმელია, თუ სადამდე გაგრძელდება ეკონომიკურ აქტივობაზე მიგრანტების ეფექტი. ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ნაწილი გავა. ჩემი აზრია, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი აქ გრძელვადიანად არის ჩამოსული. თუ ვსაუბრობთ ეკონომიკურ პოზიტივზე, იქვე ნეგატივიც უნდა ვთქვათ, რადგან ისე არ არის,  რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან მხოლოდ პოზიტივი მივიღეთ. ინფლაცია მაღალია, საპროცენტო განაკვეთებიც მაღალია და საკრედიტო აქტივობაც შენელდა, სასაქონლო პროდუქტების ინფლაციაზე აშშ-შიც იმოქმედა ამან, იგივე  ევრო-დოლარის  კურსსაც დაეტყო, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენ ომამდე ტურიზმის აღდგენა გვქონდა ძალიან ძლიერი და თუ მიგრანტებს გამოვრიცხავთ, ტრადიციული ტურიზმი ჩვენთან შენელდა, ეს მიგრაციამ დააბალანსა და  რა თქმა უნდა, ბევრი  ფაქტორის  ერთობლიობაა“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

 

 

 

ნადარაია ამბობს, რომ ინფლაცია  მომავალ წელს საკმაოდ აგრესიულად შემცირდება, მისივე განმარტებით საერთაშორისო სასაქონლო ფასები მცირდება და ინფლაციის  შემცირებას ლარის კურსიც უწყობს ხელს.

 

 

 

„ერთია ინფლაციის  შემცირება, ანუ როდესაც  ფასების ზრდის ტემპი მცირდება, მაგრამ მე გარკვეულ სასურსათო  პროდუქტებზე  დეფლაციასაც  ველოდები, რადგან ძალიან მაღალი გაძვირების შემდეგ გარკვეული შემცირებაც გვაქვს“, - აღნიშნა ოთარ  ნადარაიამ.

 

 

 

რაც ეხება ეროვნულ ბანკს, ნადარაია  ფიქრობს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პირველ შემცირებას მარტში უნდა  ველოდოთ.

 

 

 

„სავალუტო  შემოდინებები 2023 წელს ისევ  ძლიერი  იქნება და ეს ლარზე უარყოფითად  არ  აისახება, თუმცა ძალიან ბევრია  დამოკიდებული  დოლარი - ლარის  წყვილზე. შეგახსენებთ, რომ ლარის  პრობლემები 2014 წელს დაიწყო, ერთ-ერთ მიზეზი  იყო  ის, რომ 2014 წელი იყო სუსტი დოლარის  დასრულების  წელი.

 

2014 წლის მერე,  ჩვენ  ვცხოვრობთ  ძლიერი  დოლარის  პერიოდში და უკრაინის  ტრაგედიის  მერე  კიდევ  უფრო  გამწვავდა ,  ანალიტიკოსების საერთო კონსენსუსია და მეც ვეთანხმები, რომ ჩვენ  ვართ  დოლარის  გამყარების  პიკზე და  როდის  დასრულდება  ეს  პერიოდი ამაზე კამათი  და აზრთა  სხვადასხვაობაა, თუმცა  ვარაუდობენ  რომ 2024 წელს  და ამბობენ, რომ დოლარის  მატერიალური  დასუსტება ძლიერი იქნება, თუმცა არიან  ანალიტიკოსები, რომლებიც დოლარის ძლიერ  დასუსტებას 2023 წელსაც ელოდებიან, ეს ბევრ  რამეზეა დამოკიდებული,  იგივე  თუ   უკრაინაში კონფლიქტი რაღაც ფორმით მაინც  მოგვარდა,  ეს დოლარისთვის აუცილებლად ნეგატიური იქნება, ევროსთვის კი პოზიტიური.

 

 

 

ლარის კურსზეც რომ ვთქვათ  მოკლევადიან  პერსპექტივაში, როდესაც  ინფლაციის  ზეწოლა  მაღალია,  ეს  გამყარების არგუმენტია, იმიტომ რომ  თუ  ლარი  გაუფასურდებოდა,  კიდევ  მეტი  ინფლაცია გვექნებოდა, არის  არგუმენტი  რომ ეროვნულ  ბანკი არ გაამყარებდა ლარს, რომ არა ასეთი ინფლაცია,  მომავალ  წელს,  საერთო კონსენსუსიდან  გამომდინარე,  ეს არგუმენტი  ლარის მხარეს  აღარ  იქნება,  იმიტომ რომ  თუ ჩვენ ინფლაცია  მკვეთრად  შეგვიმცირდება, არ არის გამორიცხული,რომ გარკვეულ პროდუქტებზე დეფლაციაც მივიღოთ,  რაც უკვე ლარის მხარდამჭერი ვეღარ იქნება“ , - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up