რა ტენდენციები გამოიკვეთა  საწვავის ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად?

რა ტენდენციები გამოიკვეთა საწვავის ბაზარზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად?

access_time2022-08-17 10:05:05

2022 წლის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.



მოკვლევის მიზანია - საწვავის ბაზარზე მსხვილი რეალიზატორების მხრიდან, კონკურენტული ქცევის შესწავლა და მისი თავსებადობა კონკურენციის კანონმდებლობასთან.



2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით, კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც.



აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს 2018 წლის 5 ივლისიდან. მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ 2019-2021 წლებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ყოველწლიური და ყოველკვარტალური ანგარიშები. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშის შესასწავლ პერიოდად განსაზღვრულია 2022 წელი (იანვარი-ივლისი).



მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1547 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.




3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%.



შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%.



„2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდი გამოირჩეოდა გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის ტრენდით. ფასის მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა 8 მარტს - 128USD, რის შემდეგაც, ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში ფასი მერყეობდა 100-120USD-ს ფარგლებში, ხოლო 6 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 94.92USD - ნედლის ნავთობის ფასი პრაქტიკულად დაუბრუნდა 2022 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა 10 მარტს, რის შემდეგაც დღემდე შენარჩუნებულია გამყარების ტენდენცია. 2022 წლის იანვრის თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან გამყარებულია 36 პუნქტით - 11.7%-თ.




განსახილველ პერიოდში, როგორც ლარის კურსის, ასევე ნავთობის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა და ზოგადი ტურბულენტობის გათვალისწინებით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საცალო ფასებზე მსჯელობის ნაწილში გამოიყენოს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ეკონომიკური აგენტების მიერ ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის ფასი. ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საცალო ფასის მაკომპლექტებელი სხვა ფაქტორები, კერძოდ გადასახადები - დღგ, აქციზი და საოპერაციო დანახარჯები.



ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ივნისი-ივლისის პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 85-90% მოდის 2 ქვეყანაზე - რუსეთის ფედერაცია და რუმინეთი“, აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევაში.



ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა
მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე.



რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები - დღგ და აქციზი. საქონლის ქვეყანაში შემომტან კომპანიას, შეუძლია პროდუქციის რეალიზება მოახდინოს უშუალოდ საბაჟო საწყობიდან და შემძენის მიერ მოხდება საქონლის მოქცევა კონკრეტულ - იმპორტის პროცედურაში. აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად აქვს ადგილი რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში და ხასიათდება კონკრეტული სპეციფიკით, კერძოდ, რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ 1 ეკონომიკური აგენტი, რომელიც საცალო ქსელში პროდუქციის გატანის მიზნებისთვის იმპორტის პროცედურაში ძირითადად აქცევს (ან/და ახორციელებს პირდაპირ იმპორტს) მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელს, ხოლო საბაჟო საწყობიდან ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე საბითუმოდ ახორციელებს იმ მარაგის რეალიზაციას, რომელიც გამოირჩევა დაბალი რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები - დღგ და აქციზი. საქონლის ქვეყანაში შემომტან კომპანიას, შეუძლია პროდუქციის რეალიზება მოახდინოს უშუალოდ საბაჟო საწყობიდან და შემძენის მიერ მოხდება საქონლის მოქცევა კონკრეტულ - იმპორტის პროცედურაში. აღნიშნულ პრაქტიკას ხშირად აქვს ადგილი რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში და ხასიათდება კონკრეტული სპეციფიკით, კერძოდ, რუმინეთიდან საწვავის იმპორტს ახორციელებს მხოლოდ 1 ეკონომიკური აგენტი, რომელიც საცალო ქსელში პროდუქციის გატანის მიზნებისთვის იმპორტის პროცედურაში ძირითადად აქცევს (ან/და ახორციელებს პირდაპირ იმპორტს) მაღალი თვითღირებულების მქონე საქონელს, ხოლო საბაჟო საწყობიდან ქვეყანაში მოქმედ სხვა ეკონომიკურ აგენტებზე საბითუმოდ ახორციელებს იმ მარაგის რეალიზაციას“, — აცხადებენ სააგენტოში.



საცალო ფასის ცვლილების ნაწილში, მნიშვნელოვანია ფასის ცვლილების შედარებითი ანალიზი საწვავის ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში. საქართველოს მსგავსად, ბულგარეთსა და რუმინეთში, 1 ლიტრი საწვავის ფასი იანვარი-მარტის პერიოდში საშუალოდ 20-26 ცენტით გაიზარდა. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აპრილის თვეში, შეინიშნება ფასის დაახლეობით 6-8 ცენტიანი შემცირება. მაისის თვეში რუმინეთის და ბულგარეთის შემთხვევაში ფიქსირდება ფასის 13-14 ცენტიანი ზრდა - საქართველოს შემთხვევაში ფასი ამერიკულ დოლარში არ შეცვლილა.

ივლისის თვეში ბულგარეთსა და რუმინეთში ფასი შემცირდა 7-8 ცენტით, ხოლო საქართველოში გაიზარდა 11 ცენტით.



კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევიდან ირკვევა, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან წილს საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე, ბოლო პერიოდში გამოირჩევიან დაბალი პროცენტული წილით შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე.


საავტომობილო საწვავი წარმოადგენს ჰომოგენურ პროდუქტს, ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტისთვის ფასწარმოქმნაზე მოქმედებს მსგავსი ფაქტორები. მიუხედავად ამისა, მსხვილ კომპანიებსა და მცირე ქსელებს შორის საცალო ფასწარმოქმნის კუთხით არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება, კერძოდ, ერთი და იმავე ტიპის საწვავზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს 30-60 თეთრით 1 ლიტრზე და ამავდროულად განსხვავებულია ფასის ცვლილების დროითი შუალედები.


მაშ ასე, მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

1. ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 40% ევროპულია, 60%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან;


2. აპრილი-ივლისის პერიოდში, მზარდია რუსეთი ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულუბა საერთო იმპორტში - საერთო იმპორტის 64-65%;


3. საავტომობილო საწვავის ბაზრის იმპორტის დონე, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ზომიერად კონცენტრირებულია. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 1547 ერთეულს;


4. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს;


5. ნედლის ნავთობის ფასი პრაქტიკულად დაუბრუნდა 2022 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, 2022 წლის იანვრის თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან გამყარებულია 36 პუნქტით - 11.7%-თ.


6. საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში - ბულგარეთი, რუმინეთი, ხოლო ივლისის თვეში შემცირდა 7-8 ცენტით, რაც შეეხება საქართველოს ივლისის თვეში ფიქსირდება ფასის 11 ცენტიანი ზრდა;


7. საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად;


8. რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება საბითუმო გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 30-70 თეთრს.



თეგები:
საწვავი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up